Please rotate your phone
სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ზემო ნიქოზში, გორის რაიონი

სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ზემო ნიქოზში, გორის რაიონი

© თაკო რობაქიძე

კვირას, 2 სექტემბერს, ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი მეორე ღონისძიებას გამართავს სოფელ ნიქოზში, რომელიც ცხინვალიდან 500 მეტრში მდებარეობს. 
ღონისძიების ფარგლებში ნიქოზის ეპისკოპოსის სასახლეში გაიმართება ქართველი ფოტოგრაფის თაკო რობაქიძის ფილმისა  და მრავალწლიანი პერსონალური ფოტო პროექტის „მცოცავი საზღვრები“  ჩვენება და საჯარო ლექცია.

სამხრეთკავკასიის მოძრავი მუზეუმის რიგით მეორე ღონისძიებას მასპინძლობს ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო მერვე ფესტივალი, რომელსაც უაღრესად დიდი სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა აქვს.

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის ღონისძიება ზემო ნიქოზში თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის “ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  მიერ არის დაფინანსებული. 


2 სექტემბრის ღონისძიება ნიქოზში, ფოტოგრაფიისმოძრავი მუზეუმის რიგით მეორე ღონისძიებაა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და ღიაა ადგილობრივი  და საერთაშორისო პუბლიკისთვის.  

 

დასაწყისი 14.00-ზე.

ნიქოზის ეპისკოპოსის სასახლე.

 

 

დასრულებული
სექტემბერი 02. 2018 - სექტემბერი 02. 2018
ზემო ნიქოზი, ეპისკოპოსის სასახლე, გორის რაიონი
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე