Please rotate your phone
სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი თუშეთში

სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი თუშეთში

© შალვა ალხანაიძე
შაბათს, 28 ივლისს, ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი პირველ ღონისძიებას გამართავს თუშეთში, ომალოში. ღონისძიების ფარგლებში ომალოს ცენტრში გაიმართება ფოტო ჩვენება ღია ცის ქვეშ და საჯარო ლექცია. ღონისძიების პროგრამა თანამედროვე მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუს და უნიკალური თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის პრეზენტაციას გააერთიანებს. 

სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი  თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის “ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული. 

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ამიერკავკასიის ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის დედაქალაქებში და პროვინციებში რეგულარული ფოტოგრაფიული ღონისძიებების - ფოტო ჩვენებებს და საჯარო ლექციების გამართვას ისახავს მიზნად. 

უკანასკნელი წლების მანძილზე ფოტოგრაფიული სცენა მხოლოდ ამეირკავკასიის ქვეყნების დედაქალაქებში ვითარდება. ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი მიზანდ ისახავს, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის პროვინციების პუბლიკისთვისაც გახადოს ხელმისაწვდომი თანამედროვე მსოფლიო ფოტოგრაფიის უახლესი ნიმუშები გასვლითი ღონისძიებების მეშვეობით. 

28 ივლისის ღონისძიება თუშეთში, ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის პირველი ღონისძიებაა. მომდევნო გასვლითი ღონისძიებები დაგეგმილია აზერბაიჯანის და სომხეთის პროვინციაში, ისევე როგორც საქართველოში პანკისის ხეობაში, წეროვანის დასახლებაში, ქუთაისში და ა. შ.

სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ქართული ფოტოგრაფიის პიონერის ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუეზუმით არის ინსპირირებული. მე-19 საუკუნის მიწურულს ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა და მეცენატმა, თავისი დროის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ ალექსანდრე როინაშვილმა კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატების კოლექციის საფუძველზე მოძრავი მუზეუმი შექმნა. უნიკალური კოლექცია მოძრავი მუზეუმის ფორმით მოგზაურობდა და იფინებოდა კავკასიის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში. 

შაბათს, 28 ივლისს ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის პირველი ღონისძიება 20.30-ზე დაიწყება ომალოს ცენტრში. ღონისძიებაა ღიაა არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებითვის, არამედ საერთაშორისო ტურისტებისთვისაც. 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. 










მედია პარტნიორი
დასრულებული
ივლისი 28. 2018 - ივლისი 28. 2018
ომალო, თუშეთი
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე