Please rotate your phone
სამხრეთ კავკასიელი ქალების ფოტოგრაფია - დისკუსია / ჩვენება

სამხრეთ კავკასიელი ქალების ფოტოგრაფია - დისკუსია / ჩვენება

მანო სვანიძე
ოთხშაბათს, 12 თებერვალს, 19.00 საათზე თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება მულტიმედიური პროექტების საჯარო პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა სამხრეთ კავკასიელი ქალი ფოტოგრაფების მიერ, 2019 წლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მონაწილეები :

მანო სვანიძე
ნატა სოფრომაძე
ანკა გუჯაბიძე
ლილიტ მატევოსიანი
ანაჰიტ ჰაირაპეტიანი
ნატა ვაჰაბოვა
მელეკ ბაირამლი


ღონისძიება მოიცავს სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ქალი ფოტოგრაფების მიერ შექმნილ მულტიმედიური პროექტების ჩვენებას და დისკუსიას, რომელიც ასახავს მათ ქვეყნებში არსებულ სოციალურ პრობლემებს.


დისკუსიის მოდერატორი - იუსტინა მელნიკევიჩი / MAPS, თბილისში ბაზირებული პოლონელი ფოტოგრაფი, 2019 წლის საგრანტო პროგრამის მენტორი.


მულტიმედიური ლაბორატორია სამხრეთ კავკასიელი ქალი ფოტოგრაფებისთვის მრავალწლიანი პროექტის - "სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის" (PHEI) ნაწილია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


12 თებერვალი, 19:00 საათი
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი

მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო სტამბა, დ ბლოკი.

დასრულებული
თებერვალი 12. 2020 - თებერვალი 12. 2020
მ. კოსტავას ქ. 14, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე