Please rotate your phone
პორტრეტული ფოტოგრაფია - ჟულიენ პებრელის ვორქშოფი

პორტრეტული ფოტოგრაფია - ჟულიენ პებრელის ვორქშოფი

Julien Pebrel / MYOP
9 დეკემბერს, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმმა ფრანგი ფოტოგრაფის, ჟულიან პებრელის, ერთდღიან ვორქშოფს უმასპინძლა პორტრეტულ ფოტოგრაფიაზე, რომელიც თბილისის ფოტო ფესტივალის 2023-ის ფარგლებში გაიმართა.

ვორქშოფმა ინტენსიურ პრაქტიკული და თეორიული ნაწილები გააერთიანა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პორტრეტების გადაღების პრაქტიკული გამოცდილება მიეღოთ და პორტრეტის ჟანრის სპეციფიკის შესახებ მეტი გაეგოთ თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთი აღიარებული პორტრეტისტისგან. 

ვორქშოფის პრაქტიკულ ნაწილი - Pop Up პორტრეტის სტუდია - მთლიანად დაეთმო მონაწილეების მიერ პორტრეტების გადაღებას. გადაღებული პორტრეტები ვორქშოფის მიმდინარეობის ფარგლებში დაიბეჭდა იმპროვიზებული გამოფენისთვის, რომელიც პრაქტიკული ნაწილის დასრულებისთანავე გაიმართა. 


ჟულიან პებრელი ცნობილი ფრანგული ფოტო სააგენტოს MYOP წევრია. ცხოვრობს თბილისსა და პარიზში. აქტიურად თანამშრომლობს ფრანგულ და საერთაშორისო პრესასთან. უკანასკნელი წლების მანძილზე თანამედროვე საქართველოს კვლევის მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტური პროექტი გადაიღო. 
ამჟამად ჟულიან პებრელი თამარ კალანდაძესთან ერთად დოკუმენტური ფილმის “ ქართლი“ პროექტზე მუშაობს. 
ჟულიან პებრელი რეგულარულად მართავს ვორქშოფებს არლის ფოტო ფესტივალის ფარგლებში. 

დასრულებული
დეკემბერი 09. 2023 - დეკემბერი 09. 2023
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე