Please rotate your phone

"ოჯახური კავშირები"/ ევროკავშირის ფოტოკონკურსის დაჯილდოვების ცერემონია

31 მარტს, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში ფოტოკონკურსის, EUNEIGHBOURS EAST - FOTOFESTIWAL, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლეს პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი.

ფოტოკონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

მათ „ოჯახური კავშირების“ თემაზე შექმნილი ფოტოების სერია წარადგინეს. ფოტოკონკურსის, ფინალისტი ფოტოგრაფების და მათი პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს

საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც სფეროს ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შედგებოდა, ფინალური ტურისთვის 400-ზე მეტ მონაწილეს შორის თითოეული ქვეყნიდან სამი ფოტოგრაფი შეარჩია. 18-ვე ფოტოგრაფი საზეიმო დაჯილდოებას დაესწრო, რომელიც თბილისში გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიაზე თითოეული ქვეყნიდან თითო გამარჯვებული გამოვლინდა და 1,000 ევროს ოდენობის ჯილდოს მიიღო. 

კონკურსი ორგანიზებულია EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ Fotofestiwal-თან პარტნიორობით. თბილისში გამართული ღონისძიებები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან პარტნიორობითაა ორგანიზებული.

დასრულებული
მარტი 31. 2023 - მარტი 31. 2023
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე