Nóstos: დღე, როცა ჩვენ დავბრუნდებით
ლუკა ხაბელაშვილი
nóstos (νόστος), ამბობდნენ ძველი ბერძნები და ერთდროულად მოგზაურობას და დაბრუნებას გულისხმობდნენ. nóstos-ის თემა სახლში დაბრუნების შესახებ ამბის თხრობის მნიშვნელობასაც იძენს ჰომეროსთან, როდესაც ტროას ომიდან 10 წლიანი მოგზაურობის შემდეგ ოდისევსი
სამშობლოში ბრუნდება.
თავისთავად nóstos ხანგრძლივი და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობის სირთულესა და დაბრუნების ვნებას აერთიანებს. თუმცა nóstos ასევე იმ მოგზაურობის მეტაფორაც არის, რომელიც ადამიანს საკუთარი თავისა და გრძნობათა ბუნების კვლევისთვის, ცხოვრების არსის გააზრებისა და იმ კვინტესენციური ჰუმანური გამოცდილების დაგროვებისთვის სჭირდება, რომელიც მისი იდენტობის საყრდენი და განმსაზღვრელი ხდება ხოლმე.
"nóstos: დღე, როცა ჩვენ დავბრუნდებით" 12 ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფისა და ვიზუალური ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს. სინამდვილეში, თითოეული ნამუშევარი თითოეული ავტორის გეოგრაფიულ თუ მეტაფიზიკურ სივრცეებში მოგზაურობის ამბავია.
აჩქარებული დროით, სოციალური კრიზისებითა და ეკოლოგიური კატასტროფებით, ომებით, ციფრული რეალობის დიქტატით და მასთან დაკავშირებული კოლექტიური ძალადობის შედეგებით გაჯერებული თანამედროვეობის კონტექსტში მყოფი ხელოვანები თავიანთ ამბებს ვიზუალურ რიგებად თარგმნიან და მათ ისე ჰყვებიან - ან მკაცრად დოკუმენტური ან კონცეპტუალური გამოსახულებით. და აქ ყველაფერია: საკუთარი თავისგან გაქცევის მტკივნეული მცდელობების ქრონიკა, ომის ნაკვალევი და მისი შედეგების “პორტრეტები“, მკვდარი მთა როგორც იდენტობის განმსაზღვრელი ტრადიციების სახეცვლის მეტაფორა; სახლისა და სამშობლოსგან შორს ყოფნის ტკივილი, ურბანული ქაოსისგან დაღლილი ადამიანის ბუნებასთან ორგანული კავშირის ძიება, “დაფარული ბაღების“ როგორც უკეთესი სამყაროს აღმოჩენის სურვილი, საკუთარ თავთან დაბრუნების მცდელობები ...
ეს, სინამდვილეში, იმ დიდი მოგზაურობისა და დიდი გზის ამბებია, რომელსაც nóstos ჰქვია. ამ მოგზაურობას კი, როგორც გამოცდილებას, განსაკუთრებულს ხდის დაბრუნება - სახლში, სამშობლოში, საკუთარ თავთან.

გამოფენაში მონაწილეობენ:
ტბელ აბუსერიძე
ნინო ალავიძე
მარიამ ანდღულაძე
მარიამ მზესუ გიუნაშვილი
შაკო დევდარიანი
გიორგი ზატიაშვილი
ნიკა თაბუკაშვილი
მასუ მწარიაშვილი
დათა პატატიშვილი
ელენე შენგელია
თათია ცერცვაძე
ლუკა ხაბელაშვილი
საუნდ ინსტალაცია: სანი ბასილაია
მიმდინარე
მარტი 28. 2024 - აპრილი 20. 2024
მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო "სტამბა", დ ბლოკი, მეორე სართული.
უკან