Please rotate your phone
“მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“

“მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“


მულტიმედიური გამოფენა 


18.04 - 15.04



შორიდან, სადაც ჩვენ არ ვართ, მდინარეს მოაქვს ამბები, აქამდე უხილავი, მოულოდნელი ისტორიებით. და რა ამბებია ეს?!


“მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“ აჟღერებს საქართველოში მაცხოვრებელი სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ხმებს. გამოფენა თავს უყრის ქართველი და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მედიუმის მეშვეობით სწორედ მათი რეალობის ამსახველ ერთ დიდ სურათს ქმნის.


ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რაც ქვეყანას უნიკალურს ხდის. დღეს, საქართველოს მოსახლეობის 13%-ს სწორედ ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები წარმოადგენენ, რომელთაც წვლილი შეაქვთ ქვეყნის კულტურის, პოლიტიკის, სამოქალაქო ცხოვრებისა და ეკონომიკის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრები ხშირად თავს შეუმჩნევლად გრძნობენ, ისინი საქართველოს ერთგული მოქალაქეები არიან, ცხოვრობენ და მუშაობენ იქ, სადაც დაიბადნენ და ქმნიან ოჯახებს. ეს მათი ერთადერთი სამშობლოა.


რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები მაინც რჩებიან საზოგადოებისგან გარიყულები, არ აქვთ შესაძლებლობა სრულად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მიიღონ სარგებელი ქვეყნის განვითრებისგან.


სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაცია უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს ხელი შეუწყონ ქვეყნის წინსვლას. ის ქვეყნის უწყვეტი განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ შეუერთდეს მედეგ, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნად ევროატლანტიკურ თემს. სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაცია მოითხოვს პოლიტიკის ჩამოყალიბებას. ასევე მოითხოვს საზოგადოების აზროვნების ცვლილებას, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლების, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და წვლილი შეიტანონ ერთიანი სამოქალაქო იდენტობის შექმნაში.
გამოფენა აღიარებული ქართველი და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრების გარდა მოიცავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ნამუშევრებსაც.


გამოფენა იმართება USAID/საქართველოს #ჩვენვართსაქართველო კამპანიის ფარგლებში.


გამოფენა აერთიანებს ფოტო ანაბეჭდებს, ისევე როგორც ვიდეო და საუნდ ინსტალაციას.


მონაწილე არტისტები:
ტბელ აბუსერიძე, შახ აივაზოვი, ნათელა გრიგალაშვილი, იუსტინა მელნიკიევიჩი, თაკო რობაქიძე, დათო მესხი, იური მეჩითოვი, დინა ოგანოვა, ჟულიან პებრელი, გიორგი შენგელია, გია ჩხატარაშვილი, გურამ წიბახაშვილი, ვახო ხეთაგური, ირმა შარიქაძე.


და ასევე:
სევაკ გაბრიელიანი, ბაჰარ მემედოვი, გუნელ კელილოვა, არზუ ოსმანოვა, მანსურ ნასიბოვი, ვარდუი კურგინიანი, იდრის რუსტამოვი, ნაჰიდ მამედოვი, სემა გასანოვა, აზიზ განიევი, ნიჰატ მამედოვი, აისუნ ალიევა, ელდარ მეიკანუმოვი, სენან სერიფოვი, აზიზ განიევი და ნიჯატ ჰუსეინოვი, ამილ მამედოვი, ელდარ მეიხანიმოვი, ლემან ნაბიევა, ტერან გასიმოვა, ადილ მამადლი, სეხავეტ ილიასოვი, აიხან ფაშაევი, ტურქაი დემირჩელოვი, ტაიფუნ პასაევი, საკინა რუსტამოვა, ნარინ მუსტაფაევა, ნიამედინ სერეევი, აშკენ ხაჩატრიანი, არაქს დემურჩიანი და კატია სარკისიანი, ტატევ ტუმასიანი, ანდრეას პარონიანი, ვილიამ ღაზარიანი, ლუსინე ნურჯანიანი, რიმა მარაგოზიანი, ნაზელი, რობერტ ხაჩატრიანები, სლავა კარსლიანი, ნარინე ტონაკანიანი, კრისტინა ჰაკობიანი, ლიდა მნატსიანი, კარენ შაიბეკიანი, სევალ გაბრელიანი, არტიომ კოსიანი, ჰასმიკ ავაგიანი, ჟანა ჩოგანდარიანი, აკსანა გიგოლიანი.



გამოფენისთვისშექმნილი მუსიკა ეკუთვნის Liza Rivs-ს.


პარტნიორები: USAID/საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, "სტამბა", საქართველოს ეროვნული არქივი, თბილისი ფოტო ფესტივალი, Ukiyo კრეატიული სააგენტო.



ფოტო ქავერზე: თაკო რობაქიძე. ახალგაზრდა ვაინახი ქალები. 2021






 




დასრულებული
მარტი 18. 2022 - აპრილი 15. 2022
მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე