Please rotate your phone
მარკ ბარანი

მარკ ბარანი "სხეული სხეულის პირისპირ: არქიტექტურა, როგორც ფიზიკური და ვიზუალური გამოცდილება"

© S. Demailly, Cimetière Saint-Pancrace à Roquebrune Cap Martin
თანამედროვე ფრანგული არქიტექტურის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა - მარკ ბარანი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პრიზების მფლობელი და 2018 წლიდან საფრანგეთის სამხატვრო აკადემიის არჩეული წევრია.

არქიტექტურისა და სცენოგრაფიის შესწავლის შემდეგ, მან ანთროპოლოგიის შესწავლა განაგრძო ნეპალში. თავისი არქიტექტურული სტუდია 1989 წელს დაარსა. მისი პირველი ნამუშევარი საკმაოდ თამამი იყო: მარკ ბარანიმ წმინდა პანკრას სასაფლაოს გაფართოება დააპროექტა როკბრუნ-კაპ მარტენში (საფრანგეთის სამხრეთი), სადაც მისი წინაპრების გარდა, თანამედროვე არქიტექტორის ერთ-ერთი ფუძემდებელი ლე კორბუზიეც არის დასაფლავებული. ლე კორბუზიეს Le Cabanon სწორედ მარკ ბარანიმ აღადგინა 1986-1989 წლებში.

2007 წელს, ახალი და უნიკალური მულტიმოდალური ჰაბის შექმნამ ნიცაში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვაგვარად დისლოცირებულ სივრცეებს, ბარანის Moniteur-ის ჯილდო „ვერცხლის ნაკრების მოედანი“ მოუტანა. ხუთი წლის შემდეგ ამას მოყვა Grand Prix National d’Architecture, (ნაციონალური გრან პრი არქიტექტურაში), რომელიც დაგვირგვინდა 2019 წელს Cité de l'Architecture et du Patrimoine-ში გამართული გამოფენით "Tenir lieu”.
მარკ ბარანის ცობილ პროექტებს შორის არის: ათწლეულის საფეხმავლო ხიდი კონტში, რომელზეც მან ბერნარ პაჟესთან ერთად დააპროექტა 2000-2001-ში, სენტ-კრუას ეკლესია შელში მარტინ სეკელისთან ერთად (2005-2008), ერიკ ტაბარლის ხიდი ნანტში (2005-2011), სოციალური საცხოვრებელი კომპლექსი ნიცაში (2010-2014), ნანსის კონგრესის ცენტრი (2007-2014), რაფიკ ჰარირის მემორიალური საფლავი ბეირუთში (2010-2017), საფრანგეთის ინსტიტუტის აუდიტორია (2011-). 2018), ფოტოგრაფიის უმაღლესი სკოლა არლში, (2014-2019), ექს-ან-პროვანსის უმაღლესი სასამართლო (2012-2021), ექსპერიმენტული საცხოვრებელი ბორდოში (2016-2024), ბანიეს რკინიგზის სადგური (2013-2020). ამ ანთოლოგიურ სიაში კარგად ჩანს ბარანის სტუდიის პოლისემია და მის უნარი, იმუშაოს უაღრესად მრავალფეროვან პროექტებზე და შექმნას ახალი სამშენებლო პროცესები. მისი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები, მეტაფიზიკური ნიადაგიდან არის ამოზრდილი, თანაბრად უსვამს ხაზს ჰორიზონტალებს თუ ვერტიკალებს და მთლიანობას რომანული ვნებითა და სიმკაცრით წარმოაჩენს. თუ რადიკალობა ფესვია, მაშინ მარკ ბარანის არქიტექტურა
უაღრესად რადიკალურია, სადაც შენება საძირკველია, რომელსაც მოყვება აღმართვა.
დასრულებული
ოქტომბერი 06. 2022 - ოქტომბერი 06. 2022
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო “სტამბა“
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე