Koudelka Shooting Holy Land
Josef Koudelka in Gilo settlement (overlooking Bethlehem) Copyright Gilad Baram
სამშაბათს, 21 თებერვალს, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი გიწვევთ ფილმის ჩვენებაზე "Koudelka Shooting Holy Land". Koudelka Shooting Holy Land ფოტოგრაფიის ერთ-ერთი უდიდესი ცოცხალი ოსტატის, ჯოზეფ კუდელკას, შემოქმედებით პროცესში უნიკალური და ინტიმური ჩახედვაა. კინორეჟისორი გილად ბარამი კუდელკას ისრაელსა და პალესტინაში მიჰყვება ფოტოგრაფიულ მოგზაურობაში, რომელშიც ფოტოგრაფი იმ მომენტს ეძებს, რომლისგანაც ფოტო იბადება.
ჩეხი ფოტოგრაფი ჯოზეფ კუდელკა რკინის ფარდის მიღმა გაიზარდა და ყოველთვის სურდა გაეგო „რა იყო მეორე მხარეს“. 2008 წელს, პრაღაში საბჭოთა შეჭრის საკულტო ფოტოების გადაღებიდან ორმოცი წლის შემდეგ, ლეგენდარული სააგენტოს Magnum Photos ფოტოგრაფი ისრაელსა და პალესტინაში ჩამოდის. დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის მიერ აშენებული ცხრა მეტრის სიმაღლის კედლის პირველად დანახვა კუდელკაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ის ოთხწლიან პროექტს იწყებს რეგიონში, რომელიც მას კიდევ ერთხელ დააყენებს ძალადობისა და კონფლიქტის მკაცრი რეალობის წინაშე.
კინორეჟისორი გილად ბარამი, რომელიც იმ დროს ფოტოგრაფიის სტუდენტი იყო, კუდელკას ასისტენტად დაინიშნა. მალევე, წმინდა მიწაზე მოგზაურობისას, ბარამი იწყებს ოსტატი ფოტოგრაფის დოკუმენტირებას. თითოეულ იდუმალ და ვიზუალურად შთამბეჭდავ ლოკაციაზე, რომელიც მალე "კუდელკას ფოტო" უნდა გახდეს - ბარამის კამერა აღბეჭდავს კუდელკას მუშაობის მეთოდს; სხვადასხვა ადგილების და პეიზაჟების ფოტოგრაფისეულ აღქმას და ადამიანებს, რომლებსაც ხვდება.
ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით. ჩვენებას ფილმის ავტორიც დაესწრება.

სამომავლო
თებერვალი 21. 2023 - თებერვალი 21. 2023
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო
უკან