იუსტინა მელნიკევიჩი "ნაპირებს შორის მიედინება უკრაინა“
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, 2022 წლის თებერვალს, შოკისმომგვრელი იყო უკრაინელებისთვის, მაგრამ არა იყო მოულოდნელი.
უკრაინელები 2014 წლიდან ომობენ. მას შემდეგ, რაც მწვანე უნიფორმებში გამოწყობილმა რუსმა არარეგულარმა ჯარისკაცებმა ყირიმის ანექსირება მოახდინეს და ადგილობრივი სეპარატისტების მხარდაჭერით გზა სლოვენსკამდე, კრემატორსკამდე და შემდეგ უკვე დონეცკამდე გააგრძელეს. რუსეთმა დონბასში ტერიტორიის ნაწილი დაიკავა და რეგიონულ ომს მას შემდეგ აღვივებს, ბრალს კი ამაში უკრაინას სდებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა და უკრაინამ პოლიტიკური განვითარების სხვადასხვა გეზი აირჩიეს. ორი რევოლუციიდან თითოეულმა დააჩქარა რუსეთისა და საბჭოთა წარსულისგან უკრაინის გამოყოფის პროცესი. უკრაინამ დასავლეთში უსაფრთხოებისა და სანდო პარტნიორების ძებნა 2014 წელს უფრო აქტიურად დაიწყო, მას შემდეგ რაც რუსეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრა. რუსეთმა, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს, ღიაობის ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ, კურსი შეცვალა და ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მართვის მეთოდების ინსპირაციის ძიება საბჭოთა ეპოქაში დაიწყო.
მაშინ, როდესაც უკრაინაში კანონი დ-ეკომუნიკაციის შესახებ საბჭოთა წარსულის ყოველგავრ განდიდებას კრძალავდა (კომუნისტური პარტია კი, არალეგალურად გამოცხადდა), რუსეთში საპირისპირო ხდებოდა - იოსებ სტალინი გამოცდილ ლიდერად, მეტიც, თითქმის რეფორმატორად (!) განიხილებოდა. კომუნისტური პარტია კი, სახელმწიფოს მიერ აღრიარებული და მისაღები ოპოზიციის როლს ასრულებდა, ზედაპირული დემოკრატიის შესანარჩუნებლად.
უფსკრული ფართოვდებოდა. რუსეთის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა ხელოვნური წარმონაქმნია და 2022 წლის თებერვალში რუსულმა არმიამ საერთაშორისო საზღვარი გადაკვეთა, რომ მიეღო ის, რაც მას უთხრეს და დააჯერეს, რომ მისი იყო.
ომი რომ დაიწყო, დნიპროში ვიყავი. პირველივე დილით, ადგილობრივ მოხალისეთა ის ჯგუფი დაბრუნდა, რომელმაც 2014 წელს ცენტრალური როლი ითამაშა აგრესიის პირველი რამდენიმე თვის მანძილზე შესაკავებლად. დევინლთა და მოხალისე მებრძოლთა დასახმარებლად მათ ცენტრი დაარსეს. ეროვნული წინააღმდეგობა ომის მიმდინარეობასთან ერთად გრძელდებოდა. ადგილობრივი მოქალაქეები რუსულ ტანკებს შიშველი ხელებით დაუპირისპირდნენ მელიტოპოლი ან ხერსონი.
უკრაინაში 2014-2019 წლებში ვმუშაობდი და ჩემი ხანგრძლივი პროექტი წიგნის “ნაპირებს შორის უკრაინა მიედინება“ პუბლიკაციით. ფოტოებისა და
ისტორიების მეშვეობით “ღირსების რევოლუციის“ შემდგომი უკრაინის ისტორიას ვყვები. მდინარე დნეპრი პროექტში ქვეყნის მეტაფორის როლს ასრულებს, რომელიც ისტორიის, გეოგრაფიისა და აღმოსალეთ-დასავლეთის დინამიკის კვლევის შესაძლებლობას იძლევა. 2022 წელსაც დავბრუნდი უკრაინაში, სადაც მდინარე დნეპრი თავდაცვის ერთ-ერთერთ ხაზად იქცა, ერთგვარ ჯარისკაცად ფორნტის ხაზზე მებრძოლ რეალურ ჯარისკაცებთან, საინფორმაციო ომში ჩაბმულ IT სპეციალისტებთან და მოხალისეებთან ერთად, რომლებიც იმას აკეთებენ რაც საჭიროა.
ჩემი წიგნის შესავალში მიკოლა (ნიკოლაი) გოგოლს ვციტირებ, რომელსაც იცნობენ როგორც უკრაინული წარმოშობის რუს მწერალს. მისი ცხოვრება რესეთის იმპერიაში ეთნიკურად არა რუსი ინტელექტუალების რთული და დუალისტური კავშირების ამსახველია.
ესეში “შევხედოთ პატარა რუსეთის შემადგენლობას“, რომელიც დაუსრულებელი დარჩა, გოგოლი წერს, რომ “ისტორიას უმეტესწილად გეოგრაფია განსაზღვრავს“. თუ წარსულში ლანდშაფტი ბუნებრივი ბარიერის როლს ასრულებდა დამპყრობლებისთვის, თანამედროვე ომების დროს, ეს ასე აღარ ხდება … მე მეგონა, რომ ასე აღარ ხდება 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე.
საომარი მოქმედებებისას გაირკვა, რომ რუსეთის არმია მოძველებული შეიარაღებით და ტაქტიკით მოქმედებს, თავისუფლად ვერ გადაადგილდება არსებულ გზებზე და დნეპრზე პატარა მდინარეებზეც კი არ შეუძლია გადასვლა. თუმცა მათ რაკეტებსა და ბომბებს შეუძლიათ გეოგრაფიულ ბარიერებს გვერდი აუარონ და ტერორი დათესონ სათანადო თავდაცვის სისტემების გარეშე მყოფ უკრაინელ სამხედროებში და ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით მცხოვრებ მოსახლეობაში. მიუხედავად ამისა, უკრაინის თავდაცვა და რუსეთის სახმელეთო გადაადგილება სამხრეთში მჭიდროდ არის დაკავშირებული მდინარე დნეპრთან.
წარსულში დნეპრი დემარკაციის ხაზად ითვლებოდა უკრაინულად მოსაუბრე ქვეყნის დასავლეთ ნაწილსა და რუსეთის დომინაციის ქვეშ მყოფ აღმოსავლეთ ნაწილს შორის.
ახლა, ორი მაიდანის რევლუციის შემდეგ და მიმდინარე ომის პირობებში ეს იდეა ხელოვნურად ჟღერს. პატარა რუსეთის კონცეფცია წარსულს ჩაბარდა და მისი ადგილი ქვეყანა უკრაინამ დაიკავა. იგივე ბედი ეწია თითიდან გამოწოვილ საკითხს ენობრივ დაყოფაზეც. რუსულენოვანების უფლებები რუსეთმა საბაბად სწორედ აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზის გაყოლებაზე ადამიანების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად და არეულობის გამოსაწვევად გამოიყენა. სინამდვილეში, ბევრი ეთნიკურად უკრაინელისთვის რუსულია ძირითად ენა და ეთნიკურად რუსების დიდი ნაწილი პოზიციონირებს როგორც უკრაინელი პატრიოტი. ისტორიულად, აღმოსავლეთ უკრაინაში და განსაკუთრებით, მის დიდ ქალაქებში რუსული ენაა “lingua franca“, მაშინ როდესაც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უკრაინულია უფრო ფართოდ გავრცელებული. კერძო საუბრებში და მედიაშიც კი, ადამიანები ადვილად ურევენ ორივე ენას, ისე თითქოს ეს ერთი ენაა.
უკრაინელებს არ უნდოდათ ომი. 2014 წლიდან ისინი წინააღმდეგობის ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. ეს თავსდატეხილ არეულობასთან ერის ბრძოლის უნივერსალური ამბავიც არის. 2022 წელს რუსეთის მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უთვალავი სახლი, ბიზნესი და ინფრასტრუქტურა განადგურდა. რუსულმა ჯარმა სასტიკად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას, არც დაბომბვაზე და არც მოქალაქეების გაუპატიურებზე დაიხია უკან. ომმა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ბევრი რუსულად მოლაპარაკეც იყო, რომელთა დაცვაზეც პრეტენზიას გამოთქვავდა ვლადიმერ პუტინი. არც რუსულ ენას და არც რუსულ კულტურას შექმნია სერიოზული საფრთხე უკრაინაში.
ჩემი პროექტი ფარავს პერიოდს, რომელიც 2014 წელს ღირსების რევოლუციით დაიწყო და 2022 წლის ომით გაგრძელდა. ის, რაც კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტით დაიწყო, ქვეყნის ახალი ლიდერების გამოჩენით და რუსეთთან ომით დასრულდა, რომელმაც საზოგადოების მასიური ტრანსფორმაცია გამოიწვია და რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა. ნგრევის მიუხედავად, არათანაბარ ბრძოლაში უკრაინა აგრძელებს თავისი იდენტობის შექმნას და გაძლიერებას. ათასობით უკრაინელი სიცოცხლეს სწირავს რუსული ომის ყოვლისმომცველი მანქანის წინააღმდეგ ბროძოლას, რომელიც ბრმად და უმოწყალოდ ანადგურებს ქალაქებს ერთი მეორეს მიყოლებით.
გამოფენის კურატორი: ნესტან ნიჟარაძე
გამოფენის ორგანიზატორი: თბილისის ფოტო ფესტივალი
ფოტო ქავერზე: Justyna Mielnikiewicz/MAPS. Ukraine Runs Through It. 2022