Please rotate your phone
გარდასახვა ანუ 17 მარცვალი გიორგი შენგელია

გარდასახვა ანუ 17 მარცვალი გიორგი შენგელია

© გიორგი შენგელია
1 აპრილი - 4 ივნისი


სინათლის ჩრდილად, დღის ღამედ, ერთი გამოსახულების მეორედ გარდასახვის ვნებას გიორგი შენგელია გახსნილი, ნათელი სივრცეებიდან ბნელ ოთახამდე (Darkroom) მიჰყავს.

ექსპერიმენტების და ძიებების ტერიტორიად ის სწორედ ბნელ ოთახს ირჩევს, სადაც შუქით მანიპულაციის მეშვეობით არტისტი სივრცეს, ადამიანს, ცხოველს, მცენარეს, თოვლს, წვიმას, სინათლეს შუქ - ჩრდილების ვიზუალურ რიგად გარდასახავს. “აქ“ სინათლის ძერწვის პროცესში, დრო ფორმას იძენს, ჩრდილი კი ფერს. “აქ“ გიორგი შენგელიას ექსპერიმენტული სივრცეა, რომელსაც ტექნიკური, ქიმიური და ღრმად ესთეტიკური ძიებების პროცესი ქმნის - გამოსახულების გადაღებიდან მისი ავტორისეული მეთოდით ბეჭდვამდე.

მასალებით, სივრცეებით, სინათლის წყაროთი და გამოსახულებით ოპერირება, უფრო კი, პირველადი მასალის გარდასახვა და ამ გზით მრავალშრიანი გამოსახულების მიღება, გიორგი შენგელიას ბოლოდროინდელი არტისტული გამოწვევაა, მისწრაფებაა, მიზანია, სურვილია. მისი ექსპერიმენტების სივრცე გამოსახულებას ერთგვარ “ვიზუალურ ჰაიკუდ“აქცევს, რომელიც მელანქოლიური დელიკატურობით და დაკარგული, გამქრალი სამყაროს ნოსტალგიურობით არის გაჯერებული და როგორც ჰაიკუ, თითქოს 17 მარცვალში იტევს მთელ სამყაროს.

მრავალშრიანი გამოსახულება, რომლის მიღებაზეც არტისტი ბნელ ოთახში ფოტოს ბეჭდვის პროცესში მუშაობს, იმ შინაარსებით იტვირთება, რომლებსაც რაციონალური თანამეროვეობის დაუნდობლად აჩქარებულ რიტმში, წარმავალის ეფემერული სილამაზით ტკბობის სულ უფრო და უფრო იშვიათი ფუფუნება მოაქვს, უსასრულობა-სასრულობაზე უწყვეტ რეფლექსიასთან ერთად.

ფოტოების ეს სერია 2019-2021 წლებშია შექმნილი.

კურატორი: ნესტან ნიჟარაძე


რეგულაციების თანახმად საგამოფენო სივრცეში ერთდროულად 30 ვიზიტორი დაიშვება.
დასრულებული
აპრილი 01. 2021 - ივნისი 04. 2021
მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე