Please rotate your phone
გამომსახველობითი ენა და მისი საწყისები: მეტყველი სურათები - ფიზიოგნომია

გამომსახველობითი ენა და მისი საწყისები: მეტყველი სურათები - ფიზიოგნომია

8 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, თბილისის ფოტო ფესტივალთან ერთად გიწვევთ საჯარო ლექციების სერიაზე “გამომსახველობითი ენა და მისი საწყისები”, რომელსაც ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე გაუძღვება.

XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული გამომსახველობით ხელოვნებასა და ხელოვნების თეორიაში აქტუალური თემაა ახალი გამომსახველობითი ენის ძიება, რომელიც მისი არქაული შრეების თეორიულ და პრაქტიკულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ძიებებს სხვადასხვაგვარი მიზნები და დანიშნულებები აქვს თეორიულ დისკურსებსა და გამომსახველობით ხელოვნებაში, მათ უზარმაზარი ზეგავლენა აქვთ ერთმანეთზე, იმდენად, რომ არც ხელოვნების გაგებაა შესაძლებელი თეორიის მიუშველიებლად და არც ხელოვნებისგან მოწყვეტილი თეორიის.

საჯარო ლექციების სერია ორი მოხსენებისგან შედგება:
“მოძრავი სურათები - კინეტიკური ენის დაბადაება”, რომელიც 2 დეკემბერს ჩატარდა და “მეტყველი სურათები - ფიზიოგნომია”, რომელიც 8 დეკემბერსაა დაგეგმილი
 
 


დასრულებული
დეკემბერი 11. 2023 - დეკემბერი 11. 2023
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე