ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი თელავში
ოთხშაბათს, 17 აპრილს, ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი მეექვსე ღონისძიებას გამართავს თელავში.
ღონისძიების ფარგლებში თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ფოტო ჩვენება და ნესტან ნიჟარაძის ღია ლექცია თემაზე - “რეალობაში და მის მიღმა : ფოტოგრაფიული გამოსახულების 3 საუკუნე საქრთველოში“.
ღონისძიების პროგრამა თანამედროვე სამხრეთ კავკასიელი და მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუებს გააერთიანებს.
ჩვენების პროგრამა:
შალვა ალხანაიძე
ვიზუალური თხრობის მასტერკლასი შენაქოში 2017 ფოტო მასალა
პირველი საგრანტო პროგრამის სამხრეთკავკასიელი ქალი ფოტოგრაფების მულტიმედიური პროექტები - ნათელა გრიგალაშვილი, სონა შაჰინიანი, სიტარა იბრაჰიმოვა
ლენსქალჩერი
მარია პლეშკოვა
მანუელ სოანე
სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის “ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.
სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ქართული ფოტოგრაფიის პიონერის ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუეზუმით არის ინსპირირებული.
ოთხშაბათს, 17 აპრილს ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის რიგით მეექვსე ღონისძიება 15.00-ზე დაიწყება თელავის ისტორიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში (ერეკლე II გამზირი #1 , თელავი, საქართველო). ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ხორციელდება თელავის ისტორიული მუზეუმის და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.