Please rotate your phone
ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი რუსთავში, საქართველო

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი რუსთავში, საქართველო

© Sebastian Meyer.Under Every Yard of Sky.

 

პარასკევს, 28 თებერვალს ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის უპრეცედენტო ღონისძიება რუსთავის N16 დაბალი რისკისა და განთავისუფლებისთვის მომზადების პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფოტო ჩვენება და საჯარო ლექცია საქართველოში ფოტოგრაფიის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ.

ფოტო ჩვენების/სქრინინგის პროგრამა ქართველი და მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუს პრეზენტაციას გააერთიანებს


შალვა ალხანაიძე
მატიას კრივიკი
ტატიანა პლოტნიკოვა
სებასტიან მეიერი
ომარ იმამი
იუსტინა მელნიკევიჩი
ტერჟ აბუსდალი



სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის “ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.


ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით განხორციელდა.



დასრულებული
თებერვალი 28. 2020 - თებერვალი 28. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე