ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ქუთაისში
ოთხშაბათს, 19 დეკემბერს, ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი მეოთხე ღონისძიებას გამართავს ქუთაისში. ღონისძიების ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართება ფოტო ჩვენება და საჯარო ლექცია საქართველოში ფოტოგრაფიის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ.
ღონისძიების პროგრამა თანამედროვე ქართველი და მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუს პრეზენტაციას გააერთიანებს.
სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის“ სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის “ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა.
პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.
სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ქართული ფოტოგრაფიის პიონერის ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუეზუმით არის ინსპირირებული.
ოთხშაბათს, 19 დეკემბერს ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის მეოთხე ღონისძიება 14.00-ზე დაიწყება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.