ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ნაძალადევის მედიათეკაში
პარასკევს, 20 ნოემბერს ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის მეთორმეტე ღონისძიება ნაძალადევის მედიათეკაში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ნაძალადევის მედიათეკაში გაიმართა ფოტო ჩვენება და ნესტან ნიჟარაძის, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საჯარო ლექცია თემაზე - “ფოტოგრაფია - უნივერსალური ენა".
ღონისძიების პროგრამა თანამედროვე სამხრეთ კავკასიელი და მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუებს აერთიანებდა.
ჩვენების პროგრამა:
ალექსანდრე როინაშვილი
შალვა ალხანაიძე
გოგი ცაგარელი
ბორის შავერდიანი
დათო მესხი
ანდრეას მეიხსნერი
მანუელ სოანე
სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა.
პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.
ღონისძიება გაიმართა თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობით.