ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი დუშეთში, მცხეთა-მთიანეთი
© ანკა გუჯაბიძე
პარასკევს, 26 ივლისს, ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი მეშვიდე ღონისძიებას დუშეთის ისტორიულ ბულვარში გამართავს. ღონისძიების ფარგლებში დუშეთის ბულვარში გაიმართება ფოტო ჩვენება ღია ცის ქვეშ და ნესტან ნიჟარაძის და ლიკა მამაცაშვილის ღია ლექცია თემაზე - “ქართული ფოტოგრაფიის პიონერის ალ. როინაშვილის კვალდაკვალ".
ღონისძიების პროგრამა თანამედროვე სამხრეთ კავკასიელი და მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუებს გააერთიანებს.
ჩვენების პროგრამა:
- შალვა ალხანაიძე
- ალექსანდრე როინაშვილი
- ქართველი ქალი ფოტოგრაფები: ანკა გუჯაბიძე, ნათელა გრიგალაშვილი, დინა ოგანოვა, ნატა სოფრომაძე, თაკო რობაქიძე
- ლენსქალჩერი / LensCulture
- იოკო იში
სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის “ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.
სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ქართული ფოტოგრაფიის პიონერის ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუეზუმით არის ინსპირირებული.
პარასკევს, 26 ოვლისს ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის რიგით მეექვსე ღონისძიება 20.30-ზე დაიწყება დუშეთის ბულვარში. დასწრება თავისუფალია. ღონისძიება იმართება დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთან თანამშრომლობით.