
ძალიან ძვირფასი რამ
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, თბილისის ფოტო ფესტივალთან და პრინც კლაუსის ფონდთან ერთად წარადგენენ გამოფენას “ძალიან ძვირფასი რამ“.
გამოფენა აერთიანებს 9 ხელოვანის ნამუშევრებს. მათი ავტორები ქალები არიან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან - თურექეთიდან, შუა აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკიდან … თითოეული მათგანი ფოტოგრაფიას, ვიდეოს და ხმას გარემოზე რეფლექსიისთვის იყენებს. გარემოზე, რომელიც ხშირად უსამართლო და სასტიკია.
“რასაც ამ გამოფენაზე იხილავთ, რაზეც ეს ნამუშევრები უნდა გესაუბრნონ, წინააღმდეგობის ამბებია. ბრძოლების, გადარჩენისა თუ თანმდევი სიკვდილის ამბები. მე კი, თქვენი ყურადღების მიპყრობა სულ რამდენიმე წამით იმ მიზეზებზე მინდა, რომლებიც ამ ბრძოლების უკან დგას.
მაინტერესებს - მაინც რა არის ასეთი ძვირფასი რამ, რაც ამ ხელოვანებს აიძულებს, ხმა აიმაღლონ?
იგივე მაინტერესებს საკუთარ თავზე.
იგივე მაინტერესებს შენზე“ - ვკითხულობთ გამოფენის ტექსტში.
გამოფენა 13 მარტს გაიხსნება 17.00-ზე ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში და 2 თვე გაგრძელდება.
არტისტები : ლარისა არაზი (თურქეთი), აბერ არეფი (იემენი), დუმამა (სამხრეთ აფრიკა), მარიან ფაჰმი (ეგვიპტე), შაიმა ჰამადი (პალესტინა), ტაჰია ფაჰრინ ჰაკი (ბანგლადეში), სარა კონტარი (სირია), რისკა მუნავარაჰი (ინდონეზია), დინა სალემი (პალესტინა).
გამოფენის კურატორი : ანა გაბელაია
გამოფენა “ძალიან ძვირფასი რამ“ პრინც კლაუსის ფონდის პროგრამის “Fertile Ground“ ფარგლებში შეიქმნა.