Please rotate your phone
ანდრიი დოსტლიევი, ლია დოსტლიევა

ანდრიი დოსტლიევი, ლია დოსტლიევა "ნაომარი იარების დაამება"

© Licking War Wounds by Lia Dostlieva. 2016-2021

ნაომარი იარების დაამება

2016–2021 წწ.

გრძელვადიანი პერფომანსი, ფოტო დოკუმენტაცია



ეს ტანკის ფორმის მარილის ნათურა, 2016 წლის ბოლოს, ბახმუტის სუვენირების მაღაზიაშია შეძენილი. ბახმუტი (ყოფილი არტემივსკი) აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქია, რომელიც მარილის მაღაროებითაა ცნობილი. 2014 წელს, მცირე პერიოდით, ქალაქი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DPR) რუსი ტერორისტების მიერ იყო ოკუპირებული.  მარილის სხვადასხვაგვარი ნათურები ყოველთვის იყო ქალაქის სუვენირების ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ეს კონკრეტული სახეობა, ტანკის სახით, მხოლოდ ახლახან გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ქალაქი უკრაინის არმიის მიერ გათავისუფლდა. 


ასეთი, ტანკის ფორმის სუვენირები უკრაინული საზოგადოების ზოგადი ტრავმისა მხოლოდ უმნიშვნელო ასპექტია, რომელიც 2014 წლიდან მომდინარე ომითაა გამოწვეული. ამ ტრავმას, უკრაინელები ჯერ კიდევ უნდა გაუმკლავდნენ. ეს ძალიან გრძელი და რთული პროცესია, რომელსაც, შესაძლოა, მრავალი წელი დასჭირდეს - იმ მრავალი ომის იარებიდან ერთ-ერთს, რომელიც ჯერ არ დაგვიამებია. 


ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით ვიამებდით (დიახ, ფიზიკურად ვლოკავდით ამ მარილის ტანკებს) ამ ერთ კონკრეტულ იარას - დღითი დღე, ნელ-ნელა. ეს ნელი და საკმაოდ მტკივნეული პროცესი ტრავმის ობიექტის ნელ და არა აუცილებლად წარმატებულ ხელახალ ფორმირებას აჩვენებს. 


ოთხწელიწად ნახევრის მანძილზე ჩვენ ყოველ კვირას ვიღებდით ფოტოს ტანკის ცვალებადი მდგომარეობის აღსაბეჭდად. 2021 წლის ივლისში ეს პროექტი დავასრულეთ. იმ იმედით, რომ ომიც მალე დამთავრდებოდა, რაც ყველას მოგვცემდა შესაძლებლობას, ერთხელ და სამუდამო დაგვეამებინა ნაომარი იარები. მაგრამ ამის მაგივრად, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა. მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე ჩამოვარდნილი ბომბების ფონზე, ხელოვნება, უეცრად, ამაო გახდა. 


გამოფენის კურატორი: ნესტან ნიჟარაძე

გამოფენის ორგანიზატორი: თბილისის ფოტო ფესტივალი




ფოტო ქავერზე: Licking War Wounds by Lia Dostlieva. 2016-2021

 

 

სამომავლო
სექტემბერი 23. 2022 - ნოემბერი 05. 2022
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო “სტამბა“
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე