
ადრეული ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა სამხრეთ კავკასიაში
სიმპოზიუმი მიმოიხილავს ადრეული ფოტოგრაფიის ისტორიას და მედიუმის განვითარებას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ინდუსტრიალიზაციის ეპოქიდან რეგიონის საბჭოთა ოკუპაციამდელ პერიოდში. სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მკვლევრები გამართავენ პრეზენტაციებს და ისაუბრებენ რეგიონის ფოტოგრაფიულ მემკვიდრეობაზე, მის მოცულობაზე, მემკვიდრეობის შემნახველ ინსტიტუციებსა და საკითხის ისტორიოგრაფიაზე. მოხსენებები ასევე შეეხება კერძო და ინსტიტუციურ ფოტოგრაფიულ კოლექციებს და კონგრესის ბიბლიოთეკის ფონდებს, სადაც სამხრეთ კავკასიის თემაზე მდიდარი ვიზუალური მასალა ინახება.
სიმპოზიუმის მიზანია წაახალისოს სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის შესწავლა, გააღვივოს პროფესიული კავშირები მკვლევრებსა და დაწესებულებებს შორის მთელი რეგიონის მასშტაბით და ხელი შეუწყოს საზიარო კულტურული მემკვიდრეობის გააზრებას.
„სამხრეთ კავკასიის ადრეული ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა“ ეხმიანება ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის 2022 წლის რეტროსპექტიულ გამოფენას „სამი ფერი — მწვანე, წითელი, ლურჯი“, რომელზეც ამიერკავკასიაში XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოები იყო წარმოდგენილი.
სიმპოზიუმზე დასასწრებად მუზეუმი ეპატიჟება ფოტოგრაფიისა და ვიზუალური ისტორიის მკვლევრებს, კურატორებს, გალერისტებს და ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ფართო
საზოგადოებას.
სიმპოზიუმის კურატორი: ნინო ძანძავა
პროგრამა:
10:30 მისასალმებელი სიტყვა
10:45 ნესტან ნიჟარაძე (თბილისი) სამი ფერი — მწვანე, წითელი, ლურჯი. წიგნის პრეზენტაცია
11:30 ბეჰრუზ ჰუსეინზადე (ბაქო) ფოტოგრაფიული პროცესის საწყისები აზერბაიჯანში
12:15 ლიკა მამაცაშვილი (თბილისი) ადრეული ფოტოგრაფია საქართველოში — ვლადიმირ ბარკანოვი
13:00 შესვენება
15:00 ადრეული ფოტოების სლაიდშოუ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის კოლექციიდან (ალექსანდრე როინაშვილი (1846-1898), თბილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება (1893-1906), ადრეული თუშური პორტრეტი (1920-იანი), კავკასიის XIX საუკუნის პორტრეტი
15:30 სარქის პეტროსიანი (ერევანი) ადრეული ფოტოგრაფია სომხეთში 1850 წლიდან 1890-იან წლების ჩათვლით
16:15 ნინო ძანძავა (თბილისი) თბილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება: ფაქტები და დასკვნები
17:00 სერგი ასმარი (თბილისი) ფოტოგრაფი ფოკუსში: ედუარდ ვესტლი
17:45 შესვენება
18:00 აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს, კრისტოფერ ანდერსონის მისასალმებელი სიტყვა
18:15 მიკა მესენჰაიმერ (ვაშინგტონი) კონგრესის ბიბლიოთეკის სამხრეთ კავკასიის ვიზუალური კოლექციების მიმოხილვა
18:30 დასასრული