Please rotate your phone
8 ლიეტუველი ფოტოგრაფი: ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი

8 ლიეტუველი ფოტოგრაფი: ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი


1970-იან წლებში ფოტოგრაფიის განვითარება მჭიდროდ უკავშირდება „ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის“ ფენომენს. ეს ტერმინი ორმა რუსმა ხელოვნებათმცოდნემ, ანრი ვარტანოვმა და კონსტანტინე ვიშენსკიმ დაამკვიდრეს, როდესაც იმდროინდელ ჟურნალში “Sovetskoe Foto” 9 ლიეტუველი ფოტოგრაფის გამოფენის მიმოხილვა გამოაქვეყნეს.  საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ ლიეტუვაში ფოტოგრაფიაში სპეციალიზირებული ინსტიტუტცია არ არსებობა და ამ ფონზე რატომ გააკეთეს კრიტიკოსებმა აქცენტი სიტყვაზე „სკოლა“?

1969 წლის გამოფენის  “9 ლიეტუველი ფოტოგრაფი” კატალოგის  შესავალი ტექსტი ლიეტუველი ფოტოგრაფების ჰუმანისტური ფოტოგრაფიის მოძრაობასთან არსებული იდეური კავშირების ერთგვარი დასტურიც არის. მისი ავტორი ხელოვნებათმცოდნე ვინკას კისარაუსკასია, იმ დროის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი კრიტიკოსთაგანი, ვისაც ფოტოგრაფიის ცოდნაც ჰქონდა და მჭიდრო კავშირიც ლიეტუველ ფოტოგრაფთა საზოგადოებასთან. 

თავის ტექსტში ვინკას კისარაუსკასმა ფოტოგრაფიის კლასიკოსის ედვარდ სტეიხენის გამოფენის „ადამიანის ოჯახი“ (Family of Man) ტექსტის პერიფრაზი გააკეთა. ფოტოგრაფიის ისტორიაში ამ  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენის ტექსტში კი ნათქვამია:   „…ქორწინდებიან, შრომობენ, თევზაობენ, კამათობენ, მღერიან, ჩხუბობენ და ლოცულობენ მსოფლიოს მასშტაბით“. ლიეტუვური გამოფენის  კატალოგის ტექსტში ვინკას კისარააუსკასია წერდა: „ადამიანი ქვეყნიერების საპირისპირო მხრიდანაც ტირის და იცინის; ტერორს, ისევე როგორც სიხარულს არ აქვს საზღვრები და ყველაზე დახვეწილი სულიერი ძვრები აისახება უცხო ადამიანების სახეებსა და მოძრაობებში“. ედვარდ სტეიხენის მიხედვით, ფოტოგრაფია, რომელიც ხედავს ადამიანებს შორის მსგავსებებს „უხსნის ერთ ადამიანს მეორეს“; კისარაუსკასმა კი ასე განმარტა: ლიეტუველი ფოტოგრაფების ფოტოებში, ადმიანი საკუთარ თავს სხვა ადამიანებში ხედავს. 

ლიეტუველი ფოტოგრაფები თავიანთ დასავლელ ჰუმანისტ კოლეგებს საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური კონტექსტით ნაკარნახევი გარემოებების გამო ვერ უერთდებოდნენ. 1960-იანი წლების საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის ფონზე, “ეზოპეს ენა“ ლიტერატურაშიც და ხელოვნებაშიც შესაძლებელს ხდიდა აზრის გამოხატვას ცენზურის ყურადღების მიქცევის გარეშე.  ეს კი, ხელოვნების ნაწარმოების საზოგადოებამდე მიღწევის ერადერთი გზა იყო. ამრიგად, სხვადასხვა ვიზუალური მეტაფორის გამოყენებამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ცნობილი ფოტოგრაფის ალგიმანტას კუნჩიუსის თქმით, „არ არსებობდა მკაცრი კონტროლი - შეგეძლო შეგექმნა ის, რაც გსურდა და მოგეთავსებინა უჯრაში. მაგრამ თუ გინდოდა რაიმეს საჯაროდ ჩვენება, უნდა მორგებულიყავი არსებულ ნორმებს. როდესაც  ვიღედბით, ვფიქრობდით და ფრთხილად ვიყავით.“

კიდევ ერთი განსხვავება უკავშირდება ლიეტუველი ფოტოგრაფების სოფლის ცხოვრებით ცხოველ დაინტერესებას, რაც განასხვავებდა მათ დასავლელი კოლეგებისგან. 1960-იან წლებში პროვინციული ცხოვრებისადმი ინტერესის მიზეზი შეიძლება აიხსნას საერთო პოლიტიკური და კულტურული კონტექსტით: ქალაქებსა და სოფლებს შორის უთანასწორობის შემცირების მიზნით, მთავრობამ მხარი დაუჭირა ამ თემის კვლევას ლიტერატურაში, ხელოვნებასა და ფოტოგრაფიაში. ბევრი ფოტოგრაფი გრძნობდა ახლო კავშირს იმ სოფლებთან, სადაც გაიზარდნენ. შესაბამისად, მათ იცოდნენ, როგორ დაახლოვებოდნენ სოფლებში ადგილობრივ მაცხოვრებლებს და დაეთანხმებინათ გადაღებაზე.  ალგიმანტას  კუნჩიუსი წერდა:

„სოფელში გავიზარდეთ და ყოველ ზაფხულს იქ ვბრუნდებოდი სამუშაოდ. ეს მსოფლმხედველობა, ეს ურთიერთობა და ბუნების შეგრძნება ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო“.


საბჭოთა პერიოდის კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის შედეგებისა და ურბანული განვითარების ფონზე, ლიეტუველმა ფოტოგრაფებმა ჩათვალეს, რომ ტრადიციული ლიეტუვური ცხოვრების გადაღება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ცხოვრების ამ წესის გაქრობის საშიშროება არსებობდა. მაგრამ მთავარი მოტივაცია იყო პატრიოტიზმი (საჯაროდ ამის თქმა შეუძლებელი და დაუშვებელი იყო). გაქრობის პირას მყოფი კულტურის ნაშთების დოკუმენტაციით, ფოტოგრაფები ლიეტუვური ეროვნული ხასიათის ფესვებს იკვლევდნენ და მშვიდად ემაზადებოდნენ საბჭოთა გავლენის გასაპროტესტებლად. გადაღებული ფოტოების მრავალმხრივი შინაარსი საშუალებას აძლევდა მათ ავტორებს ეპოვათ ბალანსი „დაშვებულსა“ და „აკრძალულს“ შორის. ფოტოების ეროვნული შემადგენელი კი, „ჰუმანისტური პერსპექტივის“ კომპონენტად  შეიძლება შეფასებულიყო, რაც საბჭოთა რეჟიმის მიერ დაწესებულ აკრძალვებში არ ექცეოდა. ფოტოგრაფიის მკვლევარის, ტომას პაბედინსკასის თქმით, „ეროვნება მათ ნამუშევრებში ვლინდება, როგორც ადამიანის ბუნებრივი თანდაყოლილი მახასიათებელი, რომელიც გარკვეული პერიოდისა თუ გარემოებების ერთობლიობისგან დამოუკიდებლად არსებობს.  აქ ის ასოცირდება ადამიანის შინაგან, სულიერ სამყაროსთან და არა სოციალურ-კულტურულ სფეროებთან ან ისტორიულ წარსულთან. სწორედ ამიტომ შეძლო ა. შლიოგერისმა იმის მტკიცება, რომ ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის წარმომადგენლების ცენტრალური ყურადღება არაისტორიული, დროის მიღმა მყოფი [...] მარადიული ადამიანისკენ იყო მიპყრობილი“. 


იოლანტა მარცისაუსკიტე-იურაშიენე / პირველი პუბლიკაცია Mo Museum

 

გამოფენა “8 ლიეტუველი ფოტოგრაფი“ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს აჩვენებს. ეს 1969 წლის გამოფენის თანამედროვე “რიმეიქია“. დამსახურებული მსოფლიო აღიარებით, ლიეტუველმა ფოტოგრაფებმა წარმატებით შეძლეს საკუთარი ქვეყანა მსოფლიოს გავლენიან სახელოვნებო ინსტიტუტებში წარდგენა.  

მნიშვნელოვანი პრეზენტაციები და გამოფენები მოსკოვის ნაცვლად ახლა  ლონდონში, პარიზში, გლაზგოში, მანჰეიმში, კიევში, თბილისში და თავისუფალი სამყაროს სხვა მუზეუმებსა და გალერეებში იმართება. ლიეტუველი  ფოტოგრაფების შემოქმედება ისეთი პრესტიჟული დასავლური გამომცემლობების ყურადღების ცენტრშია, როგორიცაა Steidl, Kehrer და სხვები. გამოცემული  წიგნები კი, საერთაშორისო პრიზებით აღინიშნება. 

გამოფენისვის “8 ლიეტუველი ფოტოგრაფი“ გამოიცა კატალოგიც. 

გამოფენაში მონაწილე ფოტოგრაფები: ანტანას სუტკუსი, ვიტას ლუცკუსი, ალეკსანდრას მატიაუსკასი, ალგიმანტას კუნჩიუსი, რომულდას პოჟერსკისი, ვირგილიუს შონტა, რიმალდას ვიკშრაიტისი. 

გამოფენის კურატორი - გინტარას ჩესონისი. 


გამოფენის ორგანიზატორი: კაუნასის ფოტოგრაფიის გალერეა და თბილისის ფოტო ფესტივალი.




ფოტო ქავერზე: ვიტას ლუუცკუსი. სერიიდან “ნათესავები“. 1958-1986.



მიმდინარე
ივნისი 07. 2022 - სექტემბერი 10. 2022
მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე