ვებინარი / ქართული საბჭოთა ფოტოგრაფიის თავისუფალი სული
© გიგო გავაბშვილი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი იწყებს ვებინარების სერიას, რომელსაც გაუძღვება ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტო ფესტივალის და თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი/სამხატვრო ხელმძღვანელი.
თავისი კურატორული და საგანმანათლებლო პრაქტიკით, ნესტან ნიჟარაძემ ხელი შეუწყო საქართველოში ფოტოგრაფიის მედიუმის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ისევე როგორც ქართული და სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მდიდარი ტრადიციების რეგიონს გარეთ პოპულარიზაციას.
ვებინარების სერია მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორისთვის საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდიდარი, თუმცა ჯერ კიდევ უცნობი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის წარდგენას.
ვებინარი “ქართული საბჭოთა ფოტოგრაფიის თავისუფალი სული” იმ არტისტების შემოქმედებას განიხილავს, რომლებმაც რეჟიმის დოგმებისგან თავისუფალ ფოტოგრაფიას ქმნიდნენ.
კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური პროპაგანდის ზეწოლამ, ვიზუალურ ხელოვნების, მათ შორის, ფოტოგრაფიის “ასფიქსია“ მოახდინა. ამ სივრცეში იშვიათად გვხდებოდნენ არტისტები, რომლებიც ახერხებდნენ იმ დროის მკაცრად ჩამოყალიბებული ესთეთიკის და დამკვიდრებული თემატიკის გვერდის ავლას. ამიტომაც, საბჭოთა პერიოდის ქართული ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა საავტორო ფოტოგრაფიის მაგივრად, ძირითადად პროპაგანდისტული გამოსახულებით არის გაჯერებული. თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც - გიგო გაბაშვილი, შალვა ალხანაიძე და რეზო კეზელი ნამდვილად თავისუფალ ფოტოგრაფიას ქმნიდნენ.

ვებინარი ჩატარდა 7 აპრილს, 2020