Please rotate your phone

საგრანტო პროგრამა ქალი ფოტოგრფებისთის - "როგორ ავითარებს ტექნოლოგია ქალების ცხოვრებას"

© რენა ეფენდი. გუჯარათი. ინდოეთი. 2013

თბილისის ფოტო ფესტივალი, თბილისის ფოტოგრააფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან თანამშრომლობით აცხადებს ღია კონკურსს ქალი ფოტოგრაფესითვის ალბანეთიდან, ბელორუსიდან, ბოსნია ჰერცეგოვინადან, ყაზახეთიდან, კოსოვოდან, ყირგიზეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, მოლდოვიდან, მონტენეგროდან, რუსეთის ფედერაციიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან.  

პროექტი ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის  მხარდაჭერით პარტნიორობის ქსელის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის კურატორი - იუსტინა მელნიკივიჩი/MAPS

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან  ხუთი არჩეული ფოტოგრაფი მონაწილეობას მიიღებს საგრანტო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ხელშეწყობას ფოტო პროექტების შექმნაში თემაზე:  როგორ ეხმარება ტექნოლოგია ქალებს გააუმჯობესონ მათი საზოგადოების და ქვეყნის ცხოვრება. 

საგრანტო პროგრამას გაუძღვება  რენა ეფენდი, საერთაშორისო აღიარების მქონე ფოტოგრაფი, რომელიც ჟურნალის National Geographic-ის ხშირი კონტრიბუტორია და ასევე თანამშრომლობს New Yorker-თან, New York Time-თან და Time-თან. ისეთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორიცაა:  პრინც კლაუსის ფონდის პრემია კულტურისა და განვითარებისათვის, World Press Photo, Getty Images Editor Grant და Overseas Press Club of America-ს ჯილდოები, მისი ნამუშევრები გამოეფინილი იყო Victoria & Albert მუზეუმში და სტამბოლის თანამედროვე მუზეუმში და ასევე ვენეციის 52-ე ბიენალეზე. რენა ეფენდი ლექსიას ფონდის პრემიის ლაურეატიც არის. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა : 25 ივნისი, 2020 წელი 

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე, ივლისიდან ოქტომბრამდე

2020 წლის საგრანტო პროგრამა ხელმისაწვდომია ქალი ფოტოგრაფებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი 16 ქვეყნიდან და მათთვის უზრუნველყოფს გრანტს 400 ევროს ოდენობით, საკუთარ ქვეყანაში გრძელვადიანი პერსონალური პროექტის განვითარებისთვის. 

თითეული ფოტოგრაფი 4 თვის მანძილზე, ყოველთვიურად ერთ საათიანი ონლაინ (Skype)  სესიების მეშვეობით ინდივიდუალურად იმუშავებს მენტორთან. სესიების დროს ყურადღებას დაეთმობა ისეთ თემებს როგორიც არის პროექტის წერა,  დაგეგმვა და ფოტო ედითინგი.  მიმდინარე დისკუსიები ყოველთვიური სესიების განმვალობაში დაეხმარება ფოტოგრაფებს პროექტის განვითარებაში. 


აპლიკაციის შესავსებათ ჩამოტვირთეთ:  DOWNLOAD ROADMAP

საკონტაქტო იმეილი:   info@tbilisiphotofestival.com   

პროგრამის ხანგრძლივობა
4 თვე
დასაწყისი:
ივლისი 01. 2020 - ოქტომბერი 31. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე