Please rotate your phone

ღია კონკურსი / საგრანტო პროგრამა სამხრეთკავკასიელი ქალი ფოტოგრაფებისთვის

© გრეგუარ ელუა/Tendance Floue.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი აცხადებს მე-3 ღია კონკურსს სამხრეთ კავკასიელი ქალი ფოტოგრაფებისათვის, პროექტის ფარგლებში ”სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციებისათვის”, რომელიც ფინანსდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

 

შვიდ დამწყებ ფოტოგრაფს, რომელიც დაიბადა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, საშუალება მიეცემათ ისარგებლონ მულტიმედიის ლაბორატორიის საგრანტო პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სოციალური თემების ამსახველი ფოტო ისტორიების შექმნას, მათ შორის ისეთ თემებზე როგიცაა თვითიზოლაცია, კარანტინი და ყოველდღიური ცხოვრება COVID-19 კრიზისის პერიოდში.

 

მულტიმედიის ლაბორატორიის საგრანტო პროგრამის მე-3 გამოცემას გაუძღვება ფრანგი ფოტოგრაფი - გრეგუარ ელუა/Tendance Floue.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2020 წელი 

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

 

მულტიმედიის ლაბორატორია უზრუნველყოფს გრანტს 800 აშშ დოლარის ოდენობით, სამხრეთ კავკასიელი ქალი ფოტოგრაფების მხარდაჭერის მიზნით, რომლებიც მწვავე სოციალურ თემებზე მუშაობენ. 

 

აპლიკაციის შესავსებათ ჩამოტვირთეთ:  DOWNLOAD ROADMAP for Multimedia Production Lab Grant 2020


საკონტაქტო იმეილი: multimedia.lab@tpmm.ge

პროგრამის ხანგრძლივობა
6 თვე
დასაწყისი:
მაისი 25. 2020 - ოქტომბერი 30. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე