Please rotate your phone

ღია კონკურსი / მულტიმედიური არქივების გამდიდრება

© რეზო კეზელი. საბჭოთა ფოტოგრაფიის კლიშეების წინააღმდეგ.1955-1975

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ღია კონკურსი მულტიმედიური პროექტებისთვის i-mediatheque (ონლაინ არქივის) გასამდიდრებლად.

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი პირველი ინსტიტუტიციაა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია თანამედროვე გამოსახულებაზე -  ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიებზე, ვიდეოზე. 

I-mediatheque 2018 წელს PHEI პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმა 400-მდე  ქართველი, რეგიონალური და საერთაშორისო ფოტოგრაფის სლაიდშოუებს აერთიანებს, რომელთა ნამუშევრებიც 2011-2019 წლებში, თბილისის ფოტო ფესტივალის “ფოტოგრაფიის ღამის“ ფარგლებში იყო ნაჩვენები.

კლიმატის ცვლილება, მიგრაცია, გენდერი, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები, უმცირესობები, საპროტესტო გამოსვლები - თანამედროვე რეალობის ამ ყველაზე დიდ გამოწვევებზე და თემებზე შექმნილი ფოტო პროექტებია გაერთიანებული მულტიმედიურ კოლექციაში. 


თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი მოუწოდებს არტისტებს, ფოტო სააგენტოებსა და სხვა ფოტოგრაფიულ ინსტიტუციებს წარადგინონ თავიანთი მულტიმედიური პროექტები. ღია კონკურსის ფარგლებში ყველა თემა იქნება განხილული.


აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:

- მოკლე აღწერა პროექტის შესახებ (დაახლოებით 100 სიტყვა)

- მულტიმედიური პროექტისფაილი უნდა იყოს HD 1080p MP4 

- სლაიდშოუს უნდა ჰქონდეს: სათაური, ფოტოგრაფის სახელი, პროექტის შესავალი ტექსტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 70 სიტყვა)


პროექტებს შეარჩევს თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიური მუზეუმის სამხატვრო საბჭო. 


20 შერჩეული პროექტი აიტვირთება i-mediatheque- ზე. Პლატფორმის პოპულარიზაციას თბილისის ფოტოგრაფიის &  მულტიმედიის მუზეუმი ახორციელებს. Ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული პროექტები  ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ მომხმარებლებისთვის და გამოყენებული იქნება არაკომერციული მიზნებისთვის. 


5 საუკეთესო პროექტი ნაჩვენები იქნება 2020 წლის თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიების - “ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამაში.

მულტიმედიური პროექტების წარდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი


გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი მისამართზე: multimedia.lab@tpmm.ge 


15 ივნისამდე შერჩეული აპლიკანტები ინდივიაუდლაურად მიიღებ შეტყობინებას. 









დასაწყისი:
მარტი 31. 2020 - მაისი 10. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
ოფისი: +995 599 311 768
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მუზეუმის საგამოფენო სივრცე და მედიათეკა ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია.

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე