ღია კონკურსი / მულტიმედიური არქივების გამდიდრება
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ღია კონკურსი მულტიმედიური პროექტებისთვის i-mediatheque (ონლაინ არქივის) გასამდიდრებლად.
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი პირველი ინსტიტუტიციაა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია თანამედროვე გამოსახულებაზე - ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიებზე, ვიდეოზე.
I-mediatheque 2018 წელს PHEI პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმა 400-მდე ქართველი, რეგიონალური და საერთაშორისო ფოტოგრაფის სლაიდშოუებს აერთიანებს, რომელთა ნამუშევრებიც 2011-2019 წლებში, თბილისის ფოტო ფესტივალის “ფოტოგრაფიის ღამის“ ფარგლებში იყო ნაჩვენები.
კლიმატის ცვლილება, მიგრაცია, გენდერი, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები, უმცირესობები, საპროტესტო გამოსვლები - თანამედროვე რეალობის ამ ყველაზე დიდ გამოწვევებზე და თემებზე შექმნილი ფოტო პროექტებია გაერთიანებული მულტიმედიურ კოლექციაში.
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი მოუწოდებს არტისტებს, ფოტო სააგენტოებსა და სხვა ფოტოგრაფიულ ინსტიტუციებს წარადგინონ თავიანთი მულტიმედიური პროექტები. ღია კონკურსის ფარგლებში ყველა თემა იქნება განხილული.
აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- მოკლე აღწერა პროექტის შესახებ (დაახლოებით 100 სიტყვა)
- მულტიმედიური პროექტისფაილი უნდა იყოს HD 1080p MP4
- სლაიდშოუს უნდა ჰქონდეს: სათაური, ფოტოგრაფის სახელი, პროექტის შესავალი ტექსტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 70 სიტყვა)
პროექტებს შეარჩევს თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიური მუზეუმის სამხატვრო საბჭო.
20 შერჩეული პროექტი აიტვირთება i-mediatheque- ზე. Პლატფორმის პოპულარიზაციას თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი ახორციელებს. Ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული პროექტები ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ მომხმარებლებისთვის და გამოყენებული იქნება არაკომერციული მიზნებისთვის.
5 საუკეთესო პროექტი ნაჩვენები იქნება 2020 წლის თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიების - “ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამაში.
მულტიმედიური პროექტების წარდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი მისამართზე: multimedia.lab@tpmm.ge
15 ივნისამდე შერჩეული აპლიკანტები ინდივიაუდლაურად მიიღებ შეტყობინებას.