ღია კონკურსი / ფოტოგრაფიის დისტანციური კურსი მოზარდებისთვის
© შალვა ალხანაიძე
ფოტოგრაფიის უფასო დისტანციური კურსი მოზარდებისთვის
„გამოსახულების ფაბრიკა“ თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამაა მოზარდებისთვის. მისი მიზანია მოზარდებს ფოტოგრაფიის პრაქტიკული და თეორიული ცოდნის საფუძვლები განუვითაროს და ფოტოგრაფიული გამოსახულების მეშვეობით რეალობის აღქმა და მასზე რეფლექსია ასწავლოს. მითუმეტეს, რომ ფოტოგრაფიული გამოსახულება ციფრული ტექნოლოგიების და ჭკვიანი მოწყობილობების გავლენით თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
„გამოსახულების ფაბრიკა“ თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამაა მოზარდებისთვის. მისი მიზანია მოზარდებს ფოტოგრაფიის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძვლები განუვითაროს და ფოტოგრაფიული გამოსახულების მეშვეობით რეალობის აღქმა და მასზე რეფლექსია ასწავლოს.
პროგრამის ონლაინ კურსი სპეციალურად არის ადაპტირებული დისტანციური სწავლების მოდელისთვის.
პროგრამის თემები - ფოტოგრაფიის ისტორია, პორტრეტი, ქართული ფოტოგრაფიის დასაწყისი, კონცეპტუალური ფოტოგრაფია, კოლაჟი, ქართული საბჭოთა ფოტოგრაფია, რეპორტაჟი/ქუჩის ფოტოგრაფია, თანამედროვე ტენდენციები ქართულ ფოტოგრაფიაში, მობილური ფოტოგრაფია, მულტიმედიური პროექტები, ონლაინ პლატფორმები.
პრაქტიკული სავარჯიშოები - Portfolio Review-ს ფორმატში მოზარდების ფოტო-სერიების განხილვა-ანალიზი; პირადი არჩევანის და ინტერესის საფუძველზე ფოტოგრაფიის ჟანრების ან კონკრეტული ნამუშევრის ანალიზი/ესსე.
პროგრამის დასაწყისი: 10 თებერვალი
პროგრამის დასასრული: 10 მარტი
ლექციების რაოდენობა: 9
ლექციების დღე და დრო: ოთხშაბათი-პარასკევი 17.00 საათზე
ლექციის ხანგრძლივობა: 60 წუთი
ასაკობრივი ჯგუფი: 16-19 წელი
ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.
პროგრამის მენტორები:
გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი
ნათია წულუკიძე - ხელოვნემაცდნეობის დოქტორი/ფოტოგრაფიის ისტორიის ექსპერტი
დავით მძინარიშვილი - ფოტოჟურნალისტი
გიორგი გოგუა - მულტიმედია ჟურნალისტი/ფოტოგრაფი
ონლაინ პლატფორმა დისტანციური კურსისთვის: ZOOM - www.zoom.us
დეტალური ინფორმაცია პროგრამის მენტორების შესახებ - ბმული
რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdAogbKtUp1KWwhDkUIGlWz4XJYmbnDyMb8367JdAIJGEvaTA/viewform
კურსზე დარეგისტრირებული მოსწავლე ვალდებულია ყველა ლექციას დაესწროს.
"გამოსახულების ფაბრიკა" სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება.
საკონტაქტო პირი - ელინა ვალაიტე, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი
info@tpmm.ge