Please rotate your phone
ნინო ჯორჯაძე - კავკასიის  ფრონტის ფოტოგრაფი

ნინო ჯორჯაძე - კავკასიის ფრონტის ფოტოგრაფი




ნინო ჯორჯაძე (1884-1968): კავკასიის ფრონტის ფოტოგრაფი

ნინო ჯორჯაძე პირველი ქართველი ქალი ფოტოგრაფია. ის პირველი და ერთადერთი ქართველი ქალი ომის ფოტოგრაფიც არის.


ევროპაში სწავლის დასრულების შემდეგ, ნინო ჯორჯაძე საქართველოში დაბრუნდა. 1914 წელს კავკასიის ფრონტზე გამგაზვრებამდე, მან მოწყალების დის კურსები დაასრულა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა. ფრონტზე მოხალისედ მსახურობისას, ნინო ჯორჯაძემ ომის რეალობა გადაიღო და პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნლოვანი სამხედრო კამპანიის - კავკასიის ფრონტის უნიკალური დოკუმენტაცია შექმნა.




სულუქის ხიდი ევფრატზე. I მსოფლიო ომი: კავკასიის ფრონტი 1914-1917

ნინო ჯორჯაძე, თავისი ძმის, გიორგი ჯორჯაძის “კოდაკის” კამერით იღებდა კავკასიის ფრონტის მთელ ხაზზე. სარიყამიში, ყარსი, ანისი, ნაზიკი, კარაკამისი, ანის-ყალა - ეს და სხვა მრავალი ადგილი, სადაც სამხედრო ოპერაციები ტარდებოდა, ნინო ჯორჯაძის ობიექტივში მოხვდა. ისევე როგორც, ფრონტის ყოველდღიური ცხოვრება: ბრძოლის შემდგომი სცენები, ომის მონაწილეთა - ოფიცერების, ჯარისკაცების, ლტოლვილების, სამხედრო ექიმების პორტრეტები; ტიფის ეპიდემია და მისი შედეგები, საბრძოლო მოქმედებებისგან დანგრეულ ინფრასტუქტურა და ლანდშაფტები და ზოგადად ომის სულისშემძვრელ რეალობა.



სულუქის მოწყალების დები. I მსოფლიო ომი: კავკასიის ფრონტი 1914-1917

 

იმ პერიოდში ომს ისეთი ცნობილი ფოტოგრაფები იღებდნენ როგორებიც იყვნენ: დიმიტრი ერმაკოვი, ვლადიმერ ბარკანოვი და დიმიტრი ნაკიტინი. ფოტოგრაფთა ეს ჯგუფი უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დოკუმენტაციას ქმნიდა.

ნინო ჯორჯაძის არქივი კი იმით არის განსაკუთრებულია რომ იგი კავკასიის ფრონტის რეალობას როგორც წითელი ჯვრის მოწყალების და ანუ ომის უშუალო მონაწილე იღებდა.


ტყვიამფრქვევთან. I მსოფლიო ომი: კავკასიის ფრონტი 1914-1917

ნინო ჯორჯაძის აქამდე უცნობი არქივი პირველად პირველი მსოფლიო ომის ასი წლის თავზე გამოიცა და მასში ფოტოების გარდა ტექსტებიც არის დაცული.
ნინო ჯორჯაძის ტექსტებში და დღიურებში ომის რეალობის დამანგრეველი შედეგებია აღწერილი; ისევე როგორც მრავლად არის მსჯელობა ადამიანის ბუნებაზე და მისი შინაგანი სამყაროს ტრანსფორმაციაზე ექსტრემალურ სიტუაციაში. ეს არის ჩანაწერები მოვალეობის გრძნობაზე, პირად ქარტეხილზე, სიკვდილ - სიცოცხლეზე და ომის სასტიკ სინამდვილეზე.


ქ. მუში. I მსოფლიო ომი: კავკასიის ფრონტი 1914-1917

 

ნინო ჯორჯაძის კოლექცია - მისი ფოტოების და ჩანაწერების გაერთიანება მეორე მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტის სურათს ქმნის. „სარიყამიშის ბრძოლის შემდეგ, თავიდან დავიბადე. მე ვნახე ყველაზე შეუძლებელი, საშინელი განცდები... ადამიანები ბრძოლის დროს ღმერთებს ემსგავსებია. ისინი უარს ამბობენ ყველაფერ პირადზე რაღაც უფრო დიადისთვის. ეს არის ადამიანის სულის გამჟღავნება, მთელი თავისი მშვენიერებით. რთულია გონებამ მოიცვას ომის საშინელება“ წერს ნინო ჯორჯაძე თავის დღიურში 1914 წლის მარტს. 

 


     
                  

                კაზაკი ოფიცრები. I მსოფლიო ომი: კავკასიის ფრონტი 1914-1917 / ზამთარი. I მსოფლიო ომი: კავკასიის ფრონტი 1914-1917  

                  

პირველი ქალი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი და პირველი ქალი ომის ფოტოგრაფი - ნინო ჯორჯაძე, რომლის ნამუშევრები მისი შექმნიდან ერთი საუკუნის შემგედ გახდა ცნობილი, ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. მისი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ყველაზე თვალსაჩინოდ ეხმაურება პოსტ-საბჭოთა პერიოდის საქართველოში ფოტოგრაფიის ახალი ტალღის რეალობას, სადაც ფოტოგრაფიული სცენის დინამიკას სწორედ ქალი ფოტოგრაფები ქმნიან.

ნინო ჯორჯაძის პირველი წიგნი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ქრონიკას აერთიანებს, 2015 წელს გამოიცა, მისი ნამუშევრები კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა.



შარიქ-სუფლეს ყაყაჩოები. I მსოფლიო ომი: კავკასიის ფრონტი 1914-1917

  

ნინო ჯორჯაძის არქივი მისი შთამომავლების, კერძოდ კი, ალექსანდრე ბაგრატიონის და თამარ ლორთქიფანიძის ოჯახშია დაცული.

ფოტო ქავერზე: © ნინო ჯორჯაძე. დაზვერვაზე. 1914-1918

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე