Please rotate your phone
MEDIATHEQUE MEETS / შეხვედრები

MEDIATHEQUE MEETS / შეხვედრები

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის მედიათეკა

Mediatheque Meets / შეხვედრები თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის ახალი ინიციატივაა და სამხრეთ კავკასიელი და საერთაშორისო ფოტოგრაფების საჯარო ლექციების და შეხვედრების სერიას გააერთანებს.

Mediatheque Meets / შეხვედრები რეგიონული და საერთაშორისო ქალი ფოტოგრაფების გაძლიერებაზე მიმართული ღია პლატფრომაც არის, რომელიც რეგულარულად მოიწვევს საჯარო დისკუსიებისა და ლექციების ჩასატარებლად ახალგაზრდა და აღიარებულ ქალ ფოტოგორაფებს მთელი მსოფლიოდან.


Mediatheque Meets / შეხვედრების პირველი სერია :


26 ოქტომბერი, 16.00 მარილიზ ვინიოს საჯარო ლექცია / სლაიდშოუ

მარილიზ ვინიო ჩვეულ პარიზულ ოჯახში გაიზარდა, სადაც ბავშვობიდანვე საკეტის ჭუჭრუტანებიდან თვალთვალის და კედლებზე სიარულისადმი ლტოლვა განივითარა.
მისი დესერტაცია სორბონის უნივერსიტეტში „შედარებით ლიტერატურაზე“, რუსეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნოველებიდან აღებული ქალაქებზე იყო, რომლებიც განხილული იყო როგორც ერსონაჟები და სადაც ჭეშმარიტი ნარატივი განცვიფრებულ გაურკვევლობაში დაიკარგა.

ლიტერატურისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, დროთა განმავლობაში მარილიზ ვინიოს გამოხატვის ფორმა ფოტოგრაფია გახდა. შესაძლოა ეს ტრანსფორმაცია მისი სიზუსტის, სიმართლისა და მის უკან მდგომ სიცრუის ნაზავის შედეგია.

პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა ფოტოგრაფი იკვლევს იმ გავლენას, რომელცი შეიძლება ჰქონდეს ფიზიკურ თუ მენატლურ საზღვრებს ადამინზე.

აზია და ქალაქები დაამარცხეს დრომ და დავიწყებამ, განვითარებამ ან იზოლაციამ. ეს ერთი ფენომენის ორი მხარეა, რომელიც ფოტგორაფის საყვარელი კვლევის საგანია.


29 ოქტომბერი, 19.00 მარიამ აშრაფის საჯარო ლექცია / სლაიდშოუ

1982 წელს ტეირანში დაბადებული ირანისა და ერაყის ომის დროს, მარიამ აშრაფის დაინტერესება სოციოლოგიისადმი განაპირობა მისი სამომავლო ინტერესები ემუშავა სოციალურ და სოციო-პოლიტიკურ თემებზე მსოფლისო სხვადასხვა ქვეყნებში.
სოციალური დოკუმენტური ფოტოგრაფიის ფაკულტეტი უელსის ნიუპორტის უნივერსიტეტი ინგლისში დაამთავრა, რის შემდეგაც დაიწყო ამ საკითხების კვლევა, კერძოდ კი ქურთებს იკვლევდა.

წლების მანძლზე სხვადასხვა თემებზე მუშაობდა: ლტოლვილები პარიზში, ქურთული და ირანული დიასპორების მობილიზაცია და დაზარალებულების მოძრაობა.
როგორც დამოუკიდებელმა ფოტოგრაფმა მან გააშუქა ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე ომების შედეგები, ქობანიდან სინჯარამდე, ერაყის ქურთისტანში, 2018 წლამდე.

მისი სერიები ქურთული წინააღმდეგობების მოძრაობებზე და დასავლეთის რევოლუციაზე არა ერთი გამოფენის და პუბლიკაციის ნაწილი იყო, მათ შორის გარდიანში სტატია. იგი ასევე მუშაობს პარიზის ჰემერის გამომცემლობასთან, მის სამომავლო წიგნზე სახელწოდებით: „ნანგრევებში აღმავალი, ტყვიების ფონზე მოცეკვავე“.

მისმა მრავალწლიანდმა პროექტმა ქურთების თემის საკითხებზ მისცა საშუალება ემუშავა ოპერატორად დოკუმენტურ ფილმზე „მე ვარ რევოლუცია“ (პრემიერა ჩატარდა DOC NYC 2018).



ღონისძიების ენა - ინგლისური. დასწრება თავისუფალია.


თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი, 14 მ. კოსტავას ქ., სასტუმრო სტამბა, მეორე სართული.


გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 15. 2019
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე