![ბნელი ოთახი [DARKROOM] ბნელი ოთახი [DARKROOM]](uploads/images/5e663adabd4fc.jpg)
ბნელი ოთახი [DARKROOM]
© Justyna Milenikiewicz
“ბნელი ოთახი“ თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ახალი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ქართული და სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციების პოპულარიზაციისა და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მიზნით შეიქმნა.
ფოტოგრაფიის ექსპერტებთან თანამშრომლობის ფარგლებში “ბნელი ოთახი“ რეგულარულად გამოაქვეყნებს სტატიებს და კრიტიკულ ესეებს ქართველ და სამხრეთ კავკასიელ ფოტოგრაფებზე; ისევე როგორც იმ საერთაშორისო არტისტებზე, რომლებსაც სწორედ ამ რეგიონში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
“ბნელი ოთახი“ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ქართული და სამხრეთ კავკასიური თანამედროვე ფოტოგრაფიული სცენა “ბნელი ოთახის“ კვლევის ცენტრალური თემაა.