Please rotate your phone
XXI საუკუნის პორტრეტები - გურამ წიბახაშვილი

XXI საუკუნის პორტრეტები - გურამ წიბახაშვილი


თანამედროვეობის პორტრეტი  თანამედროვეების პორტრეტების გალერეის მეშვეობით - თბილისის ფოტოგრაფიის &მულტიმედიის მუზეუმის და  მოწვეული ფოტოგრაფის გურამ წიბახაშვილის ახალი პროექტია. 

“ადამიანი მოვლენების განვითარების პირველ პლანზე დგას. სწორედ ადამიანი აძლევს ფორმას სამყაროს ხატს“, წერდა მეოცე საუკუნის ფოტოგრაფიის მაგისტრალური ფიგურა გერმანელი ფოტოგრაფი ოგუსტ ზანდერი, რომელმაც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში თავისი თანამედროვეების უმნიშვნელოვანესი პორტრეტების გალერეა შექმნა.  

 “21-ე საუკუნის პორტრეტი“ სწორედ “ჩვენი დროის სახის “შექმნას ისახავს მიზნად იმ ადამიანების პორტრეტების მეშვეობით, ვინც ქმნიან ჩვენ დროს - დატვირთულს გლობალური გამოწვევებით, პოლიტიკური და სოციალური უსამართლობით, ისევე როგორც მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევებით, პროგრესით…

“21-ე საუკუნის პორტრეტი“ თანამედროვე  ვიზუალური მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი გახდება, გაამდიდრებს თანამედროვეობის ვიზუალურ ისტორიას და მნიშვნელოვან ვიზუალურ ინფორმაციას მოუყრის თავს 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულებზე.


პროექტის ასისტენტი - თათია ცერცვაძე.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე