Please rotate your phone
შახ აივაზოვი

შახ აივაზოვი


აშუღთან გამოთხოვება

1987

ჰუსეინ სარაჩლი (ნამდვილი სახელი ჰუსეინ ყურბან ოღლი ჰასანოვი) XX საუკუნის ცნობილი აზერბაიჯანელი აშუღია. იგი 1916 წელს დაიბადა ბოლნისის რაიონის სოფელში - სარაჩლი.

აშუღი (არაბ. აშიკ - მიჯნური, მეტრფე) - სახალხო მგოსანი და მომღერალია კავკასიის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, დაღესტანი) და ახლო აღმოსავლეთში (ძირითადად თურქეთი და ირანის აზერბაიჯანი).

აშუღი თხზავს სასიმღერო ტექსტს (ხშირ შემთხვევაში იმპროვიზებულად), უწყობს ჰანგებს და თავადვე მღერის რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი, თარი, ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით. აშუღის სახელწოდება ამიერკავკასიაში XVI-XVII საუკუნეებიდან გვხვდება. საქართველოში (ძირითადად თბილისში) აშუღობა განსაკუთრებით განვითარდა XVIII საუკუნის II ნახევრიდან.

ჰუსეინ ჰასანოვი, აშუღთა სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

მას საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდებაც მიენიჭა.

ჰუსეინ სარაჩლი 1987 წელს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე