ნაზიკ არმენაკიან
© ნაზიკ არმენაკიან. მარტოობის ბეჭედი
მარტოობის ბეჭედი
ბევრი არაფერი ვიცოდი ერევანში ლგბტ თემის შესახებ, როდესაც 2010 წელს მათი ყოველდღიური ცხოვრების ასახვა გადავწყვიტე. როგორც ქალაქის სხვა ნაწილებში, ვიცოდი, რომ ქალაქის ცენტრშიც იყო პარკი, სადაც ღამით იკრიბებოდნენ ტრანსგენდერები - ბევრი მათგანი კომერციული სექს მუშაკია. მინდოდა გამერკვია, ვინ იყვნენ ეს ადამიანები.
4 წელი დამჭირდა მათ სამყაროში უფრო ღრმად რომ შევსულიყავი. მათ მივყვებოდი პარკში, ღამის კლუბებსა და წვეულებებზე, ისევე როგორც მათ ძალიან პირად და ინტიმურ სივრცეებში, სახლებში.