Please rotate your phone
ნატა სოფრომაძე

ნატა სოფრომაძე

© ნატა სოფრომაძე. Vanitas. 2016 - 2019

Vanitas (2016 - 2019)

ჩემს ფოტოებში, რომელსაც უკვე წლებია ვიღებ, აღმოვაჩინე, რომ ერთი და იგივე გამოსახულება მეორდება: ყვავილები საფლავებზე, ნაცრისფერი თმა, სისხლის გუბეები მთის დღესასწაულებზე, დამჭკნარი მცენარეები, სასაფლაოები, მკვდარი, გზაზე დატოვებული ცხოველები… ამ გამოსახულებებს შორის ვხედავ კავშირს. არც ერთში არ არის ადამიანი. თითოეული ფოტო ნატიურმორტია, სიცოცხლის წარმავალობისა და სიკვდილის გარდაუვალობის სიმბოლო. ეს ჩემი მეთოდია რომ ვებრძოლო სიკვდილის შიშს, ფოტოგრაფიის მეშვეობით მისი უკეთ შეცნობა.

ფოტოებზე აღბეჭდილი რეალობა, თავისი ტრაგიკული მნიშვნელობების მიუხედავად, ხშირად სილამაზეზე დაკვირდებაა. ცხოვრების ეფემერულობის მტკიცებულებების შეგროვების მთელი პროცესი ჩემთვის ერთ დიდ საიდუმლოებად იქცა. ეს ძალდაუტანებელი მისტიკა ყველაზე მეტად მიზიდავს ამ ძალიან უჩვეულო კოლექციაში.

 

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე