მერი აღახანიანი
ჩემო საყვარელო მიწა, ჩემო სახლო, მენატრები… (2015)
ერები ღრმა ძილში არიან და ჩნდება კითხვა, თუ რომელ სამყაროში უნდათ მათ გაღვიძება.
ღრმა, შინაგანად დამალული გულგრილობა ნელ – ნელა გვშთანთქავს და ჩვენ უნდა შევისწავლოთ მისი სახე, მისი ათასი ფორმა და სახეცვლილება. გენოციდი არ არის ისტორია, რომელმაც ჩვენ დაგვღალა, ის ჩვენს შიგნით არის; ჩვენ მასობრივად გვანადგურებს პოლიტიკა, მთავრობები, ‘აისისი’ და ყველაზე უარესი - სისტემები, რომლებიც ჩვენს საკონტროლებლად შეიქმნა.
მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი სომხური გენოციდი იყო, როდესაც დაახლოებით ორი მილიონი თურქეთში მცხოვრები ქრისტიანი სომეხი ლიკვიდირდა მათი ისტორიული სამშობლოდან, იძულებითი დეპორტაციის
და 1915-1918 წლების პერიოდის ხოცვა-ჟლეტების გზით. ისინი დახოცეს, აკუწეს, დაახრჩვეს და დაწვეს. მე ვიარე იმ ადგილებში, სადაც, უძველესი დროიდან მოყოლებული ჩემი სისხლი და ხორცი ცხოვრობდა. სად არიან ისინი ახლა, ის ორი მილიონი სომეხი, სამოთხეში მოხვდნენ? ათასობით მოჩვენება დგას ამ მთებსა და კანიონებზე. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, საკუთარი მოგონებები მიწას ჩააქსოვონ, არც ლაპარაკი შეუძლიათ, მხოლოდ მე შემიძლია მილიონობით მოკლული ადამიანის სახელით ყვირილი ‘ჩემო საყვარელო მიწა, ჩემო სახლო, მენატრები…’
ფოტოები სპეციალური ტექნიკით ფირზე გადავიღე. გამოვიყენე ძველი ფოტოები 1915 წლიდან და გადავადე დაახლოებით იგივე ტერიტორიაზე გადაღებული ახალი ფოტოები. ძველ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანები არ იცინიან …
მხოლოდ თურქული და ქურთული მესმოდა. მხოლოდ დამალულ ადგილებში მესმოდა ტკბილი დასავლეთ სომხური ენა, მუსლიმი სომხებისგან, რომლებიც საკუთარ სომხურ იდენტობას მალავენ. მესმოდა სომხური სიმღერების ნაწყვეტები, რომლებიც მომღერლებმა საკუთარი ბებიებისგან ისწავლეს და სიმღერისას ბავშვებივით ტიროდნენ…
დროის ქაოტური ქმნილებები უფრო ღრმად ჩადიან სივრცეებში, საიდანაც ყველაფერი დაიბადა. დაკარგულ ბავშვს უნდა საკუთარი მშობლების პოვნა; ადამიანი ეძებს ღმერთს. მე რას ვეძებ დასავლეთ სომხეთის მიწებზე, რომელიც დანარჩენი სამყაროსთვის თურქეთად არის ცნობილი? ჩემი სულის ნაწილს ვეძებ, რაც ფიზიკურად მოკლეს და ახლა დედამიწასა და სამოთხეს შორის ცხოვრობს; სული, რომელიც თავის სამყაროს ქმნის, სადაც ოცნებები ხდება.