Please rotate your phone
მარკ რაფაელოვ

მარკ რაფაელოვ

© მარკ რაფაელოვ. Memento Mori. 2013

Memento Mori

2013


ეს ისტორია ორ ქალზეა, დედასა და ქალიშვილზე, ინესასა და ირენაზე, რომლებიც ბაქოს ცენტრში პატარა სახლში ცხოვრობენ სრულიად მარტო. მახსოვს, როდესაც მათთან სტუმრად მივედი, შეგრძნება მქონდა, რომ დრო ნელ-ნელა ჩერდებოდა იქ. ოთახში არაფერი იყო ახალი. ყველაფერი რაც თვალში მომხვდა ძველი და დანგრეული იყო. ქალებმა ჩაი გამიმზადეს და ვსაუბრობდით ადგილებზე, კულტურებსა და ინტერესებზე. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები ომზე, ეკონომიკასა და ჩვენი ქვეყნების პოლიტიკაზე, ეს იყო თბილი, „საბჭოთა“ ჩაის შესვენების მსგავსი რამ. ირენამ მითხრა, რომ ისინი უფრო დიდ სახლში ცხოვრობდნენ 2005 წლამდე, თუმცა მოუწიათ იმ სახლის გაყიდვა და ცენტრში, დედასთან ახლოს გადმოსვლა, რომ მასზე ეზრუნა. 2 წლით ადრე ექიმებმა შეამოწმეს და დაუსვეს თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი, რადგან რამდენიმე თვით ადრე ინნესას თავზე პატარა ჰემატომამ დაიწყო ზრდა. ბევრი მსჯელობის შემდეგ, მათ უარი თქვეს საავადმყოფოში მკურნალობაზე, ეს ძვირი ჯდებოდა. ექიმები კი ვერ ჰპირდებოდნენ მისი მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ირენამ თავად ისწავლა როგორ ემკურნალა და ეზრუნა, დაიწყო პროცედურები, თუმცა სრულებით არ ელოდა რაიმე დადებით შედეგს. ფაქტობრივად მას შემდეგ ის დედას ცოცხლად ინახავდა, ეს კი სასწაულის ტოლფასი იყო. დიაგნოზის გამოცხადებიდან უკვე თითქმის სამი წელი იყო გასული.

2011 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დავბრუნდი, ვცადე მათთან სტუმრობა. ჩემდა გასაოცრად, სახლი ძალიან ადვილად ვიპოვე, თუმცა სამწუხარო იყო ის, რაც მეზობლებმა მითხრეს. ინნესა ჩვენი პირველი შეხვედრიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა. ეს „მოსალოდნელი“ იყო, რადგან ყველამ იცოდა, რომ მას კიბო ჰქონდა, ამ დაავადების სიმპტომები საკმაოდ შესამჩნევი იყო. მე მხოლოდ ირენასთან მივაღწიე, ისევ დავბრუნდი მის სანახავად. ვიგრძენი აუტანელი სიცარიელე და მწუხარება, ის მაჩვენებდა ფოტოებს, დრო ჩერდებოდა მისი გონების ზოგიერთ კუთხეში. მან მთხოვა, რომ გავყოლოდი სასაფლაოზე. დავთანხმდი, ის დედას ესაუბრებოდა სასაფლაომდე მიმავალ გზაზე. ბოლო კადრი, რომლის გადაღებაც შევძელი, ჩვენი ანარეკლებია ყვავილების ადგილობრივ მაღაზიაში.

 

ცხოვრების რკინიგზა (შანხაი, ბაქო)

2014


საიდუმლო არ არის, რომ რკინიგზის ბილიკების გასწვრივ დასახლებებია. ხალხი დიდი ხანია იქ ცხოვრობს, 40 წელზე მეტია და მათი უმეტესობა ყოველთვიურად იხდის კომუნალურ გადასახადებს. გარდა ამისა, მათ აქვთ ოფიციალური დოკუმენტები მათ უძრავ ქონებაზე. თითოეულმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა აღწერის პროცესში, დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტში, თუმცა მათ არ აქვთ მუდმივი მისამართი, რადგან ამ მხარეში ქუჩებს სახელები არ აქვთ. ეს სახლები რკინიგზის ბილიკების ორივე მხარეს, რელსების გასწვრივ აშენდა, ზოგი ძალიან ახლოს რკინიგზასთან, რაც ართულებს სარკინიგზო ვაგონების გადაყვანას და ხელს უშლის ლოკომოტივების დაჩქარებას. ბევრ ვაგონს საშიში ტვირთი გადააქვს, მაგალითად, შეკუმშული გაზი, ჯაჭვის სიგრძე კი შეიძლება 25-30 ვაგონამდეც აღწევდეს. ასეთი საშიში მეზობლის ყოლისას, უბედური შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ნებისმიერ დროს შეიძლება ვინმე აღმოჩნდეს რელსებზე. აქ კანალიზაცია არ არსებობს. ყველა ნაგავი პირდაპირ რელსებზე ან რკინიგზის ბილიკებზეა, რადგან ახლომდებარე სახლების ნაგავსაყრელი არ არის დამონტაჟებული. გარეუბნებში ცოტაა. მათ კვირაში ერთხელ თუ დააცარიელებენ. ხალხს ეშინია სახლების დატოვების, როდესაც მატარებლები მიდიან და არ საუბრობენ ბავშვებზე, რომელთაც სათამაშო მოედნები ლიანდაგებზე აქვთ. მაცხოვრებლები ახერხებენ ცხოველების ყოლას, მათ შორის არის ქათამი, ბატი, ძროხაც, რომელსაც ასევე შეუძლია ლიანდაგის დაზიანება. ბევრ მაცხოვრებელს საკუთარი მანქანაც კი ჰყავს, რაც სრულიად ალოგიკურია, რადგან მათი საცხოვრებელი სახლები ასეთი ღარიბია და არ არის მყარი. პარკირების ყველა შესაძლო ადგილის მიუხედავად, ხალხი მანქანებს რელსების გასწვრივ ტოვებს, რაც უბედური შემთხვევების კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია.

სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ ციხეც ამ უბანთან ძალიან ახლოს არის. ციხის მომსახურე პერსონალს კონფლიქტი აქვს აქ მაცხოვრებლებთან. 15 ნოემბრის შემდეგ ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გახშირდა, რადგან პატიმრებს დაუდგეს გათბობის საშუალებები, იქ მაცხოვრებლებს კი არა. ნამდვილად, ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან და არც შანხაის მოსახლეობაა გამონაკლისი ამ შემთხვევაში. თუმცა, დღეს მათ არ ჯერათ ცხოვრების განსხვავებული წესის. 10 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მთავრობა დაჰპირდა, რომ „უბნის ყველა უკანონო მშენებლობას“ დაანგრევდა, არაფორმალური დასახლების კანონის საფუძველზე. ჭორების მიხედვით, სახლების უმეტესობა ერთი ღამის განმავლობაში მანქანის შუქების ფონზე აშენდა. კანონის თანახმად, თუ ვინმეს დილამდე ჰქონდა დრო, რომ დასახლებულიყო, მას ვეღარ გააძევებენ. ახლა ხალხს არ ჯერა, რომ მუნიციპალიტეტი აპირებს მათი დასახლების დანგრევას, პირიქით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ რკინიგზის დანგრევაა აუცილებელი.

ეს უცნაურია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორი სასაცილოა, რადგან ასეთი განცხადება არასდროს გაკეთებულა. წლიდან წლამდე ისინი იღებენ დაპირებებს, რომ რკინიგზის დეპარტამენტი მოაგვარებს ტრანსპორტის საკითხს, მოგვარდება ნაგვის საკითხიც, მაგრამ ეს ნამდვილად არ ხდება ასე. მათი შვილები იზრდებიან რკინიგზის ლიანდაგზე, თამაშობენ სახიფათო თამაშებს, მატარებლის გამცილებლის სიგნალს აღიქვამენ, როგორც სკოლის ზარს, სხვა ცხოვრების შესახებ კი მხოლოდ მეგობრებისგან იციან.



თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე