Please rotate your phone
ილკინ იაგუბოვ

ილკინ იაგუბოვ

© ილკინ იაგუბოვ. ბაქოს მტრედის მოყვარულთა ფარული სამყარო

ბაქოს მტრედის მოყვარულთა ფარული სამყარო

 

ათასწლეულის განმავლობაში იშინაურებდნენ მტრედებს სხვადასხვა მიზეზის გამო - მათ შორის გამოფენისთვის, საკვებად, რბოლებისა და მეორე მსოფლიო ომის დროს შეტყობინების გასაგზავნად.

მტრედის ბევრი მოყვარული (როგორც მათ იცნობენ), ბაქოს მტრედის მცველებთან ერთად ჰარმონიას ფრინველებთან პოულობს. მტრედის მოვლა დღემდე გავრცელებული გასართობია აზერბაიჯანის დედაქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში. არსებობს მტრედის ადგილობრივი, იკონური ჯიში, სახელად Baku Tumbler, რომელიც ცნობილია თავისი ფრენის შესაძლებლობებით. როგორც წესი ის იმდენად მაღლა ადის, რომ ქრება მხედველობის არეალიდან. 8 საათამდე შეუძლია ჰაერში გაჩერება და წრიული, აკრობატული ილეთების შესრულება.

ცხადად მახსოვს დრო, როდესაც ყოველ დილას შეგეძლო დაგენახა ათასობით მოფარფატე მტრედი ცაში. მათი პატრონები კი ჩვეულებრივ ერთ ან ორსართულიანი სახლის გორაკებზე ისხდნენ და გრძელი ჯოხებით მისდევდნენ მტრედებს.  

ბაქოს სოფლებში არ მოიძებნება სახლი, რომელშიც მტრედი არ ჰყოლიათ. მაშინაც კი, როდესაც ყოველ ზაფხულს დასასვენებლად გადიოდნენ, მტრედები თან მიჰყავდათ. დილას, ამომავალი მზის სხივებში, ხედავ ჩიტების ფრენას, გარეუბნის სიჩუმიდან კი გესმის მათი ფრთების შრიალის ხმა.

ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ამ სუბკულტურის თანდათან გაქრობის ერთ-ერთი ნათელი მიზეზი სწორედ სწრაფად ცვალებადი ურბანული გარემოა.

მაგალითად, სოვეცკის მსგავს ადგილებში ძველი, ორსართულიანი სახლები შეცვალა თანამედროვე საცხოვრებელმა კორპუსებმა. კიდევ ერთი ფაქტორი კი ეკონომიკურია, მტრედების კვება, საცხოვრებელი და მათი დაცვა სულ უფრო და უფრო ძვირდებოდა და რთულდებოდა.

ზოგისთვის მტრედების მოშენება ფაქტობრივად ბიზნესია. ერთ ფრინველს შეუძლია მოგიტანოს მოგება რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ მანეთამდე. მტრედის მანქანებზე გადაცვლის შემთხვევებიც საკმაოდ ხშირი და გავრცელებული პრაქტიკაა. არსებობს მტრედის სხვენები სიგნალიზაციითა და მცველებით. ერთ გამოცდილ მოყვარულს შევხვდი სტატიაზე მუშაობისას. მას სამი შამახი ძაღლი ჰყავდა, რომელთან ერთადაც იცავდა სხვენებს. მან თქვა: „ისინი შეჭამენ ყველას, ვინც შიგნით შევა“ და მე მჯერა, რომ ის არ ხურმობდა.

მათ ვისაც მატერიალური სარგებელი არ აინტერესებთ მტრედებში, განსხვავებული მოტივაცია აქვთ. დარწმუნებული ვარ, მტრედის მოყვარულს, რომ ჰკითხოთ, რატომ ინახავს მტრედებს, სრულიად ამოუხსნელ პასუხს მიიღებთ. ხშირ შემთხვევაში კი, ეს ისეთივე მარტივია, როგორც ოჯახის ტრადიციის გაგრძელება.

ფოტო სერიას ბაქოს 21-ე საუკუნის ფასადის მიღმა, ქალაქის ქვედა ნაწილში მივყავართ - მტრედის მღელვარე ბაზრებიდან აბშერონის სოფლების გრუნტის შემოგარენამდე და ძველი ქალაქის მჭიდრო ღარებამდე, სადაც მტრედების თეთრ ბუმბულებთან ერთად იკვეთებიან ურბანული პეიზაჟები. ბუნებისადმი ეს უცნაური სიახლოვე უახლოვდება გულს, რომელიც ინარჩუნებს მას.

ჩემი აზრით, მტრედის მოყვარულები თავიანთ თავებს აიდენტიფიცირებენ მათ მიერ გაზრდილ ფრინველებთან, მათ სილამაზესთან, მადლიერებასა და ფიზიკურ ძალასთან. რაც მთავარია, თავისუფლების სიყვარულთან. როდესაც მფრინავ მტრედებს მოკრავენ თვალს, ისინიც მათთან ერთად არიან მსოფლიოს უმაღლეს წერტილში. მე კი ნელ-ნელა ვამჩნევ, რომ მტრედების ფრენის ყურებისას ვგრძნობ თავისუფლებასა და მსუბუქ ეიფორიას.

 

 

 



 

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე