გოგი ცაგარელი
© გოგი ცაგარელი. ომი და მშვიდობა. 1985-1994
ომი და მშვიდობა
1985-1994
საბჭოთა კავშირის ბოლო წლები და მისი დაშლა, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი უმძიმესი წლები - ომებით, ქაოსით და ეკონომიკური კრიზისით, 90-იანი წლების ბოლო და ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი - გოგი ცაგარელის ობიექტივში საქართველოს უახლესი ისტორიის უკანასკნელმა 30 წელმა გაიარა. გოგი ცაგარელი ქართული თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ერთ-ერთი დიდი მეტრია. იგი ქვეყნის თანამედროვე ვიზუალურ ქრონიკას ქმნიდა ფოტოჟურნალისტიკის და ჰუმანისტური ფოტოგრაფიის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაში.