გიორგი ნებიერიძე
აპოსტროფების სერია (’15 ’16 ’17 ’18 ’19 ’20)
2015-2020
ცხოვრებისეული იმპულსის გაძლიერებასთან ერთად, გიორგი ნებიერიძე საკუთარი გამოცდილების სცენებთან სულ უფრო მჭიდრო კავშირს იძენს და პაუზას მოითხოვს. აქ ვხედავთ მისი ყველაზე პირადული კონტაქტების გადმონაშთებს, ისევე როგორც გამოსახულებებს, რომელთა შექმნაში მას ფულს უხდიან – სიცოცხლეც და სამუშაოც ნაყოფიერი ნიადაგია ფირზე დაფიქსირებული ვიზუალური ინტრიგის გადმოცემის განახლებული შესაძლებლობებისთვის. ნებიერიძის უდრეკი ერთგულება ციფრულამდელი ფოტოგრაფიის ინსტრუმენტების მიმართ მკაფიოდ გვიჩვენებს მის პატივისცემას მისი წინამორბედი ხელოვანებისადმი. შესაბამისად, განზრახვების სერიოზულობა საფუძვლად ედება მის ნამუშევრებს, და ამ თანამედროვე „მოძრავი სურათების“ სიჩქარეს აბალანსებს.
კლერ კიში
ნაყოფი
2008-2013
ფოტოების ეს სერია 2008-2013 წლებში თბილისში გადაღებული მასალის ნაწილია.
პროექტი ახალგაზრდების და მათი ცხოვრების შიდა სივრციდან დოკუმენტაციაზეა დაფუძნებული. ეს თაობა - ბევრისთვის გაუგებარი - სინამდვილეში, რთულ პოსტსაბჭოთა პერიოდში თავისი თავის ძიებაში იყო, ცდილობდა საკუთარი იდენტობის შექმნას და ქვეყნის სტაგნაციის ფონზე მუდმივ მოძრაობაში ყოფნას.
“ნაყოფი“ მძიმე 90-იანი წლების ვაკუუმიდან ინტერნეტისა და ულევი ინფორმაციის ეპოქაში ტრანზიციის ასახვაა..