Please rotate your phone
ფირუზა ხალაფიანი

ფირუზა ხალაფიანი

© ფირუზა ხალაფიანი. ფსიქიატრიული საავადმყოფო. 2018


ფსიქიატრიული საავადმყოფო (2018)

 

ეს ისტორია არ არის სივრცეზე, ეს ისტორია იმ მოგონებებზეა სივრცის შესახებ, რომლებიც არ არის ჩემი. ‘ადგილს (სივრცეს) თავისი მეხსიერება აქვს’ და იმის მიხედვით, თუ როგორ მოხვდები იქ, როგორ აღიქვამ სივრცეს, რა განწყობაზე ხარ, იწყებს შენში ცხოვრებას. ამ ადგილს უკვე შენს საკუთრებად აღიქვამ და შენ ისტორიას ქმნი. საკუთარ თავს კამათს უწყებ, რომ გაარკვიო ვისი ისტორიაა. 

ვითომ, არ არსებობს ადგილი, სადაც ფოტოგრაფს, გულის სიღრმეში უნდა, რომ გაჩნდეს? მათი ფიქრები წინ მიიწევს, უკვე დაჩარჩოებულ ფოტოებს წარმოიდგენენ - ყველაფერი მზადაა. და ამ დროს შენ ჩნდები შენი საბჭოთა შენობის წინ, რომელსაც აქვს ნიშანი ‘ფსიქიატრიული საავადმყოფო’.

ცარიელი, მკვეთრი ფერებით შეღებილი ოთახები, გაფუჭებული კარებით, გისოსებში ჩასმული ფანჯრებით და აქეთ-იქით მიყრილი ნივთებით. ჰაერს ამძიმებს ჩემი დაჟინებული ბრძოლა იქ ყოფნისათვის. ყოველი შემდეგი ოთახი ახალი განსაცდელია ჩემთვის, რადგან ერთმანეთს ემატებიან და ეს საკუთარ თავთან დიალოგს ემსგავსება. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ადამიანებმა აქაურობა დატოვეს და უკან მოიტოვეს ყველაფერი, რისგანაც გათავისუფლება უნდოდათ, რაც უკვე გამოუსადეგარი და მოძველებული იყო.

ამ პროექტის გადასაღებად ჩემი ‘Nikon D800’-ის ორმაგი გადაღების ფუნქცია გამოვიყენე. ამან საშუალება მომცა ვიზუალური ფენების შერწყმით, დიალოგი წამომეწყო დაკარგულ მოგონებებსა და ცარიელ ადგილს შორის. მე ამ დიალოგის ავტორი ვარ. ეს ჩემი ილუზიაა.

 

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე