Please rotate your phone
ეტირამ ჯაბი

ეტირამ ჯაბი

© ეტირამ ჯაბი. მაგარ. 2016

მაგარ (2016)

პირველი საფლავის ქვა ადრეულ ბავშვობაში ვნახე. იძულებული გავხდი მგლოვიარეთა ჯგუფის შუაგულში ვმდგარიყავი და ჩემი ახლადგარდაცვლილი ბებიის საფლავის ქვას მივჩერებოდი, რომელიც ოდესღაც ბედნიერი და ცოცხალი ქალი იყო. ამ ცივმა და უცხო მზერამ, რომელიც საფლავის ქვიდან მიყურებდა, შემაზიზღა ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა.

2016 წელს,წლების შემდეგ, ისევ აღმოვჩნდი სასაფლაოზე. ნოვრუზის დღესასწაული დამემთხვა, გაზაფხულისმოსვლის აღმნიშვნელი დღესასწაული, სადაც ხალხი თავისი საყვარელი ადამიანების საფლავებზემიდის, ასუფთავებს მათ და ყვავილებით ამშვენებს. გრძნობები, რასაც ამ დროს განვიცდიდი,არ ჰგავდა ბებიას დაკრძალვისას მიღებულ ემოციებს. გარემო თავისუფალი იყო დაკრძალვის ატმოსფეროსგან და ყველაფერი სხვანაირად გამოიყურებოდა, ოდნავ უფრო თვალწარმტაცად.  საფლავის ქვები დავინახე, როგორც არა მხოლოდ მარმარილოს ნაჭრები, არამედ ნათელი ფერები. მოგვიანებით, საფლავის ქვების ფოტოები გავაფერადე, რომ წარმომედგინა ჩემი დამოკიდებულება ამ ღრმად ფესვგადგმული ტრადიციების მიმართ.


თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე