Please rotate your phone
ემილ ხალილოვ

ემილ ხალილოვ

© ემილ ხალილოვ. ტერეკემე - აზერბაიჯანის უკანასკნელი მომთაბარეები

ტერეკემე - აზერბაიჯანის უკანასკნელი მომთაბარეები

 

ტერეკემე მესაქონლეები არიან, რომელთაც ნახევრად მომთაბარე ცხოვრების წესი შეინარჩუნეს. ზაფხულს ისინი მაღალმთიან საძოვრებზე ატარებენ, ზამთრისთვის კი აზერბაიჯანის ცენტრალური ნაწილის სტეპებში ინაცვლებენ.

გამოსაზამთრებელი ადგილი პირუტყვის ფერმაა, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს პატარა სახლში. სსრკ-ს დროს გამოსაზამთრებელი ადგილები სახელმწიფო მეურნეობის ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ფერმერების პრივატიზება დაიწყეს კერძო ბიზნესებმა, რაც ხშირად არ უკავშირდება მომთაბარე ტერეკემეს, არამედ ქიშლაყში მუშაობის დაწყებას.

ზოგიერთი ქიშლაყი საკუთრივ ტერეკემეს საკუთრებაა. ამ სერიის ფოტოების პირველი ნაწილი გადაღებულია გობუსტანის მიდამოებში, ერთ-ერთ გამოსაზამთრებელ ადგილას. გობუსტანი უფრო მეტად ცნობილია ტალახის ვულკანებითა და კლდის უძველესი ფერწერებით, მთიანი ტერიტორიებითა და ბაქოდან 60 კილომეტრის სამხრეთით მდებარე ხევებით. ზამთარში შედარებით თბილა და საკმარისი საკვებია პირუტყვისთვის.

ქიშლაყს აქვს გრძელი სახელი - ჰაჯი მოლა ველი. მომთაბარეები, რომლებიც ჯაბირლის ტომს მიეკუთვნებიან, მას იყენებენ რამდენიმე საუკუნეა. მე ტერეკემეს ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი ქიშლაყში გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ვიღებდი მათი ცხოვრების წესს, რომელიც ურბანიზაციის ზეწოლის შედეგად ნელ-ნელა ქრება.

ფოტოების მეორე ნაწილი ზაფხულისა და ზამთრის საძოვრებზეა გადაღებული, პირუტყვების სეზონური გადაადგილებისას.

წელიწადში ორჯერ აზერბაიჯანის მეცხოველეობას გადაჰყავს ცხვარი, თხები და ძროხები ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებს შორის. თითქმის ორას კილომეტრიანი მოგზაურობა ჩვეულებრივ ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება ფეხით. გაზაფხულზე ისინი სამხრეთ სტეპებიდან გადადიან მთებში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. შემოდგომაზე კი უკან, სტეპებში. ისინი ამას საუკუნეებია აკეთებენ, გადიან ერთსა და იმავე გზას. იცვლება მხოლოდ პეიზაჟები და ყოველდღიური ცხოვრების ზოგიერთი ასპექტი.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე