ელტურან მამადოვი
ადამიანის ჩვევები (2011-2018)
‘ადამიანის ჩვევები’ აზერბაიჯანული ახალი ტალღის წარმომადგენელი ხელოვანის ორიგინალური სერიაა. ელტურანი მუდმივად იღებს ქალაქს, სადაც ის ცხოვრობს და ხშირად აფიქსირებს შეუმჩნეველ და არასასურველ სიტუაციებს. მისი ცივი, კრიტიკული პოზიციისა და ინტელექტუალური დისტანციის საოცარი ნაზავი აერთიანებს მკვეთრ და ძალიან ინდივიდუალურ ემოციურ გამოცდილებებს. მისი ფოტოები არ არის მხოლოდ მარტივი ჩანაწერები, არამედ პოეტური და ფილოსოფიური მეტაფორებია.
მისი უნარი გამოხატოს რთული ადამიანური ურთიერთქმედებები ძალზე კონკრეტული ფორმით, ძლიერი კომპოზიციით და ძალიან სპეციფიკური ფერთა პალიტრით, თავიდან აიცილოს პირდაპირი ემოციურობა და ჩვეულებრივი თხრობა, თითქმის სრულყოფილია.
როგორც ავტორი ამბობს, ‘ადამიანის ჩვევები’ ცხოვრების შესახებაა,
იმ მომენტებზე, იმედგაცრუებებზე, სიხარულებსა და მოლოდინებზე, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.
ტექსტი: ანა შპაკოვა