Please rotate your phone
20 ივნისი

20 ივნისი

© ნიკოლოზ ურუშაძე. სირცხვილია. 2019

ნიკოლოზ ურუშაძე, სერა ძნელაძე, ტბელ აბუსერიძე

#სირცხვილია

საპროტესტო ტალღა #სირცხვილია 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად გაჩნდა, როდესაც საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობდა პარლამენტის შენობაში. იმ დღეს ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც სერგეი გავრილოვი, რუსული კომუნისტური პარტიის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას იჯდა. ამ ფოტომ, მძიმე კონოტაციებითა და ინტერპრეტაციებით, საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, იმ დონემდე, რომ სესია გაუქმდა და გავრილოვმა ქვეყანა დატოვა. პარლამენტის წინ მშვიდობიანი დემონსტრაცია დაიგეგმა. საზოგადოება რუსეთის დუმის წევრის მიერ, პარლამენტის თავჯდომარის ადგილის დაკავების ფაქტს აპროტესტებდა და ითხოვდა თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას. პროტესტის საგანი იყო რუსეთის მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკაც.

აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ და სცადეს მშვიდობიანი პროტესტი სამოქალაქო აურზაურში გადაეზარდათ. ისინი ხალხს დაუმორჩილებლობისა და პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდნენ; ხალხიც მალევე აყვა, სპეცრაზმს აღჭურვილობას ართმვედნენ, ხალხში მიათრევდნენ და ურტყავდნენ. შუაღამისკენ სპეცრაზმმა დაიწყო მიტინგის გაუფრთხილებლად დაშლა და ამისათვის ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ამ გადამეტებული ზომების მიღების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, უბრალო მოქალაქეები და პოლიციელები. ორმა ადამიანს კი თვალი გამოთხარეს. დარბევა თითქმის მთელ ღამეს გაგრძელდა და ბევრი ადამიანი დააკავეს.

ამ ღამის მერე, რომელიც ‘გავრილოვის ღამედ’ მოიხსენიება ხოლმე, დემონსტრანტებმა დაიწყეს ხელით ერთი თვალის დაფარვა, როგორც სოლიდარობის აქტი დაზარალებულების მიმართ. ისინი ხელისუფლებას ახსენებდნენ თუ რა გამოიწვია მათმა ქმედებებმა. აქციის მონაწილეებმა ახლა უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენებას მოითხვდნენ, რადგან მისმა ბრძანებებმა ასეთი მძიმე შედეგები გამოიწვია. წარმოდგენილი ფოტოები საპროტესტო აქციების პირველ დღეებშია გადაღებული; დემონსტრაციები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგად, ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა, შეიცვალა საარჩევნო სისტემა; ამასთან, გახარია ახლა პრემიერ მინისტრია. აქციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.



თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე