Please rotate your phone

“გამოსახულების ფაბრიკა“ - საგანმანათლებლო პროგრამა ბავშვებისთვის

 

“გამოსახულების ფაბრიკა“ საგანმანათლებლო პროგრამაა მოზარდებისთვის, რომელიც თვეში ერთხელ საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში მართავს ვორქშოფებს. საგანმანათლებლო პლატფორმის მიზანია გამოიყენოს ფოტოგრაფიული გამოსახულება სხვა დისციპლინების შემეცნებისთვის და მოზარდებს გამოსახულების შექმნის და “წაკითხვის“ საფუძვლები განუვითაროს. ვორქშოპების ასაკობრივი ჯგუფი12-17 წლის მოზარდებს აერთიანებს.

ვორქშოპი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მსოფლიო ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ისტორიის შეცნობას; ფოტო კამერასთან მუშაობას სხვადასხვა თემის შესასწავლად - პორტრეტი, განათება, პეიზაჟი, კონცეპტუალური ფოტოგრაფია.

გამოსახულების ფაბრიკა სოფელ ზემო-ნიქოზში

პროგრამის პირველი ოთხთვიანი ვორქშოპი 2018 წელს (სექტემბერი-დეკემბერი) სოფელ ზემო ნიქოზში ჩატარდა. ვორქშოფს უძღვებოდნენ ფოტოგრაფები გურამ წიბახაშვილი და სოფო ლაპიაშვილი.


გამოსახულების ფაბრიკა დაბა თიანეთში

პროგრამის მეორე ხუთთვიანი ვორქშოპი 2019 წელს (თებერვალი-ივნისი) დაბა თიანეთში ჩატარდა. ვორქშოფს უძღვებოდნენ ფოტოგრაფები გურამ წიბახაშვილი და თინათინკიგურაძე.


გამოსახულების ფაბრიკა ვარკეთილის მედიათეკაში (მიმდინარე)

პროგრამის ერთთვიანი ინტენსიური კურსი მოზარდებისთვის ვარკეთილის მედიათეკაში თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები -თან თანამშრომლობით 16 ნოემბერს დაიწყო.



"გამოსახულების ფაბრიკა" თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.

 

 

პროგრამის ხანგრძლივობა
4-5 თვე
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
ოფისი: +995 599 311 768
info@tpmm.ge
ოთხშაბათი-კვირა 13:00-19:00

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე