Please rotate your phone
ანტუან დ'აგატა/Magnum Photos. "შიშველი სიცოცხლე". 2020

"შიშველი სიცოცხლე"

ანტუან დ'აგატა / Magnum Photos

ვიდეო ინსტალაცია


მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ანტუან დ’აგატას „შიშველი სიცოცხლე“ კოვიდ-19-ის და მისი სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების შესახებ ხედვას წარმოადგენს. მრავალ ეკრანიანი ვიდეო ინსტალაცია ანტუან დ’აგატას მიერ 2020 წლის 11 მარტსა და 11 მაისს შორის პერიოდში გადაღებულ 13 000-მდე ფოტოს აერთიანებს.

“ჩვენ მხოლოდ შენახული, ორგანიზებული მზის სითბო ვართ, მზის მცირე მოგონება. ცოტა ფოსფორი, რომელიც მსოფლიოს ტვინის ქერქში იწვის.“ პოლ სეზანი 

კოვიდ-19-ის ეპიდემიის გავრცელებით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის პირველივე დღიდან ანტუან დ’აგატა პარიზის ქუჩებში დახეტიალობდა. მას თან ჰქონდა თერმული კამერა. ამ კამერით იგი, მისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ სტილში, აფიქსირებდა ინფექციის გავრცელებას, რომელმაც ქალაქი მოხეტიალე სულების, დახრილი თავების და აღქმის ზღვარზე მყოფი სხეულების უცნაურ თეატრად აქცია. თავიდან მას იზიდავდა, როგორ აფიქსირებდა თერმოდინამიკური მოწყობილობა სხეულის მიერ გამოშვებულ ინფრაწითელ სხივებს (სითბურ ტალღებს), რომლებიც განსხვავდება ტემპერატურის მიხედვით. თუმცა მალევე ხელოვანი მოიხიბლა პროცესით, რომელიც ადამიანის სუბიექტს მხოლოდ არსობრივ ფიგურად გარდაქმნის, ფიგურად, რომელსაც ყველანაირი ზედმეტი მახასიათებელი თუ კონკრეტიკა მოშორებული აქვს.

ორი თვის განმავლობაში, როდესაც იგი „მაგნუმის ფოტოს“ სააგენტოს პარიზის ოფისიდან მუშაობდა და პარიზშივე ცხოვრობდა, იგი ტყვეობის პირობებში არსებული დაცარიელებული ქალაქის სცენების დასაფიქსირებლად თერმულ მეთოდს იყენებდა: სიჩუმეში ჩაფლული ქალაქი, რომელშიც სტერეოტიპული სხეულები მოძრაობენ; რომელიც თითქოს დ უსახლკაროების მიერღაა დასახლებული; უსახლკაროების მიერ, რომლებიც – ამ გამოსახულებებში – უკანასკნელ ნამდვილად ცოცხალ და მედგარ სხეულებად გვევლინებიან; ძუნწი და ალმოდებული კომპოზიციები, რომლებიც დაცარიელებული ქუჩების განსხვავებულ და დისტოპიურ ხედვას გვთავაზობენ.

ანტუან დ’აგატა:

„ამ დოკუმენტურ ნამუშევარში თერმული ტექნოლოგია დომინირებს, რადგან იგი ისეთი ინფორმაციის დაფიქსირების საშუალებას იძლევა, რომელიც ტრადიციული ფოტოგრაფიისთვის მიუწვდომელია. ეს არ არის ესთეტიკის საკითხი, ეს არის ამჟამად განვითარების სტადიაზე მყოფი მეთოდი, რომელიც ვიზუალური ენის შექმნაში. ენის, რომელიც რეალობის როგორც ეგზისტენციალური, ასევე პოლიტიკური პერსპექტივიდან აღქმის საშუალებას მაძლევს.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა კონტინენტი დაანაწევრა და ხალხი თვითიზოლაციაში მოაქცია, მე მკვებავდა ჰენრი ჯეიმსის სიტყვები, რომლებიც ჟან-ლუკ გოდარს აქვს ნახსენები – ჩვენ ვმუშაობთ სიბნელეში – ვაკეთებთ, რის გაკეთებაც შეგვიძლია – გავცემთ რაც გაგვაჩნია. ჩვენი ყოყმანი ჩვენი ვნებაა და ჩვენი ვნება ჩვენი ნიშანია. მე სხეულების მიერ დაგროვილი სითბოს კვალად მივდიოდი. თავიდან – ქუჩაში. შემდეგ – ძალიან მალევე – კოვიდ-19-ის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრებში. ბოლო ორი თვის განმავლობაში 13 000 ფოტო გადავიღე (6 500 პარიზის ქუჩებში და 6 500 – საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქების საავადმყოფოებში). ხანდახან რამოდენიმე დღე ზედიზედ საავადმყოფოში მეძინა, ვიღებდი სასწრაფოს მძღოლებს, ექიმებს, მედდებს და პაციენტებს შორის ურთიერთობის ამსახველ კადრებს. სამედიცინო, ჰიგიენურ და უბრალოდ ნუგეშისცემის სცენებს.

სოლიდარობის და დასნებოვნების ამ დიქოტომიაში, სოციალური და ფიზიოლოგიური სიკვდილის ამ გარდაუვლობაში, რომლის დაფიქსირებასაც მე ვცდილობდი, გრძნობებისა და წინააღმდეგობის ენა შემოვიტანე. ენა, რომელიც სხეულს გარდაქმნის. თერმული გამოსახულება „ყინავს“ ფორმებს, პოზებს, ფიგურებს, ზონებს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის მიუწვდომელია.“

ანტუან დ’აგატა „მაგნუმის ფოტოების (Magnum Photos) წევრია. მას წარმოადგენენ Galerie Magnum და Galerie des Filles du Calvaire.

მიმდინარე
სექტემბერი 23. 2020 - ნოემბერი 21. 2020
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი მ.კოსტავას ქ.14, სტამბა

საკონტაქტო პირი:

უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
ოფისი: +995 599 311 768
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ოთხშაბათი-შაბათი 13.00-19.00

მედიათეკა

ოთხშაბათი-შაბათი 13.00-19.00

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე