Please rotate your phone
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის “მოძრავი მედიათეკა

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის “მოძრავი მედიათეკა

© საბა გორგოძე. წარმოსახვითი სამყარო. 2013-2020


სამშაბათს, 20 ივლისს, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი “მოძრავი მედიათეკის” ღონისძიებას გორში გამართავს!

ღონისძიების ფარგლებში გორის ხელოვნების სახლში გაიმართება ფოტო ჩვენება, ფოტო წიგნების გამოფენა/ინსტალაცია და ნესტან ნოჟარაძის საჯარო ლექცია თემაზე - “აქ და იქ, რეალობაში და რეალობას მიღმა: ფოტოგრაფიის სამი საუკუნე საქართველოში”.

პროგრამა მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნის ქართული ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ მულტიმედიურ პროექტებსა და მედიათეკის უნიკალური კოლექციიდან შერჩეული ფოტო წიგნების პრეზენტაცია/ინსტალაციას გააერთიანებს.


პროგრამა:

ალექსანდრე როინაშვილი
ნინო ჯორჯაძე
რეზო კეზელი
ბორის შავერდიანი
გოგი ცაგარელი
გიორგი ნებიერიძე
დავით მესხი
საბა გორგოძე


“მოძრავი მედიათეკა”თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ახალი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროგრამების დეცენტრალიზაციასა და ფოტოგრაფიის გამოყენებას საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების გაძლიერებისთვის.

“Მოძრავი მედითეკა” თავისი მრავალფეროვანი გასვლითი აქტივობებით და ღონისძიებებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაინეტრესებული პუბლიკისთვის ახალი საგანმანათლებლო და სახელოვნებო შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს.

“მოძრავი მედიათეკა“ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ინოვაციური პროგრამის - “ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის“ განვითარების საფუძველზე შეიქმნა.

“მოძრავი მედიათეკის“ პირველი ღონისძიება გორის ფოტოგრაფთა კლუბთან და ხელოვნების სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება.


20 ივლისი, 18.00 საათზე
ხელოვნების სახლი, დ. გურამიშვილის ქ. 5, გორი.


*რეგულაციების გათვალისიწინებით ღონისძიებაზე 40 მსმენელი დაიშვება.



დასწრება თავისუფალი.
სამომავლო
ივლისი 20. 2021 - ივლისი 20. 2021
დ. გურამიშვილის ქ. 5, გორი
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

მედიათეკა

ორშაბათი-პარასკევი 12.00-17.00

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე