
პანელ-დისკუსია / მედია ხელოვნება და საგამოფენო დიზაინი
© TPMM
29 ივნისს, სამშაბთს, 18:30 საათზე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი წარმოგიდგენთ პანელ-დისკუსიას პლატფორმა „მდგომარეობებს შორის“ მიერ ორგანიზებულ გამოფენის „სიმულაციური ველების“ ფარგლებში.
მონაწილეები: ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე, გიორგი სპანდერაშვილი - პლატფორმა „მდგომარეობებს შორის“ კურატორები, ლადო ლომიტაშვილი - არქიტექტორი/დიზაინერი („სიმულაციური ველების“ გამოფენის დიზაინერი).
მოდერატორი: ელინა ვალაიტე, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი.
პანელ დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება - ახალი მედიის გამოფენის და ექსპოზიციის პრინციპები, საგამოფენო სივრცის დაპროექტება და დიზაინი, რა პრინციპით ხდება სივრცეების არჩევა ახალი მედიის ნამუშევრების წარსადგენად.
დასწრება თავისუფალი.