.png)
"ოჯახური კავშირები"/ ევროკავშირის ფოტოკონკურსის დაჯილდოვების ცერემონია
31 მარტს, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში ფოტოკონკურსის, EUNEIGHBOURS EAST - FOTOFESTIWAL, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლეს პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი. ფოტოკონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მათ „ოჯახური კავშირების“ თემაზე შექმნილი ფოტოების სერია წარადგინეს. ფოტოკონკურსის, ფინალისტი ფოტოგრაფების და მათი პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს |