Please rotate your phone
გურამ წიბახაშვილი

გურამ წიბახაშვილი "პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან"


გურამ წიბახაშვილი

პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან

2019-2021

 

პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან - იმ დროს, როდესაც განადგურებამდე მისულ ეკოსისტემაში ცოცხალი ორგანიზმები ნელ-ნელა ქრებიან, სივრცეები კი პოსტჰუმანურ პეიზაჟებს ემსგავსებიან.

ეფემერული, მაგრამ ორგანული კავშირი ადამიანსა და გარემოს შორის შეუქცევად ტრანსფორმაციას განიცდის.

პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან - იმ დროს, როდესაც აჩქარებულ თანამედროვეობაში დრო დაკვირვებისთვის ფუფუნებად ქცეული იშვიათობაა. ფოტოგრაფიული გამოსახულებისადმი ადამიანის დამოკიდებულებას ერთმნიშვნელოვნად თვითცენტრირებული ვნებები განსაზღვრავს, როდესაც მზერა მხოლოდ საკუთარი თავისკენაა მიმართული.

აჩქარებული დროის, ცვალებადი პეიზაჟებისა და გარემოს შეუქცევადი ცვლილებების რეალობაში, გურამ წიბახაშვილის გამოფენა „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.

ნამუშევრებს, რომლებიც ალტერნატიული ეკოსისტემის შექმნის მცდელობა უფროა ვიდრე მხოლოდ ფოტოგრაფიული სერია. ამ ეკოსისტემის შესაქმნელად ხელოვანი გამოსახულებასა და ცოცხალ ორგანიზმებს ერთმანეთს აკავშირებს, სადაც თითოეული ერთგვარ სასიცოცხლო ციკლს გადის: დაკვირვებას, როგორც შემეცნების აქტს, ცოცხალი ორგანიზმების გადაღებას, როგორც გარდაუვალ არტისტულ აქტს და მათ შესახებ მეხსიერების შენახვას. სწორედ ამ ორგანული ეტაპების გავლით, ფრთა-ფრთა, კიდურ-კიდურ ნაგროვები პეპლებით, ხოჭოებითა და კალიებით, ღერო-ღერო, ფოთოლ-ფოთოლ ნაგროვები ყვავილებით, მცენარეებითა და ბალახებით, ფოტოგრაფიულ გამოსახულებაში აღბეჭდილები მეხსიერების საიმედო საცავში თავსდებიან. გურამ წიბახაშვილი ქმნის საკუთარ ეკოსისტემას. ამით ცოცხალ ორგანიზმებს არსებობის ისტორიას უხანგრძლივებს, სადაც პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან.

 

გამოფენაზე დასწრება შესაძლებელი იქნება 23 დეკემბერს 16.00 საათიდან 20.00 საათამდე.

 

გამოფენა გაგრძელდება 28 თებერვლამდე.

 

დასწრება თავისუფალია!

 

 

ფოტო ქავერზე: © გურამ წიბახაშვილი. "პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან". 2019-2021






მიმდინარე
დეკემბერი 23. 2021 - თებერვალი 28. 2022
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე